უახლოესი დღეების განმავლობაში ჩოგბურთის მოყვარულთა ყურადღება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც Mutua Madrid Open-ის “მასტერზ1000”-ის მორიგი გათამაშება ჩატარდება. მამაკაცთა შეჯიბრების შარშანდელ ფინალში რეიტინგსიის ლიდერმა რაფა ნადალმა სტანისლას ვავრინკას 6:2, 6:4 მოუგო და წლეულს ათასი სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.
კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე მყოფ ნოვაკ ჯოკოვიჩს რაც შეეხება, სერბი მადრიდში შარშან მეორე წრიდან ჩამოშორდა გათამაშებას (ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა) და მხოლოდ 10 ქულა აქვს დასაცავი. მადრიდში მოვლენათა სასურველი განვითარების შემთხვევაში ჯოკოვიჩს რეიტინგში პირველ პოზიციაზე დაბრუნების შესაძლებლობა ექნება. ასე რომ მოხდეს, “ნოლემ” მადრიდის “მასტერზ1000” უნდა მოიგოს, რაფა კი მერვედფინალში დამარცხდეს.