ჩოგბურთი

9:43 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ზედიზედ მეშვიდედ

მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფა ნადალის შემდეგ, მეორე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც Barclays ATP World Tour Finals-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება დაიბევა. „ნოლე“ ამ შეჯიბრების მოქმედი ჩემპიონია, ამასთან სერბი სეზონის შემაჯამებელ ასპარეზობაზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.

„მოქმედი ჩემპიონის სტატუსი დამატებით დაძაბულობას მმატებს, თუმცა, კარგად მეხერხება ისეთ სიტუაციაში გამოსვლა, როდესაც ყურადღების ცენტრში ვარ. ეს წარმატებით გამოსვლის იმედს მიტოვებს“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, როდესაც წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზურის განაღდების თაობაზე ამცნეს.

შეხსენებისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლეულს ავსტრალიის ღია პირველობა, დუბაისა და მონტე კარლოს ტურნირები მოიგო, უიმბლდონში კი ფინალი წააგო ენდი მარეისთან.

0.114705