ჩოგბურთი

18:37 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ”როლან გაროსის” მერვედფინალშია

სიუზან ლენგლენის სახელობის კორტზე ბალკანური დერბი შედგა. სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატ მარინ ჩილიჩს ოთხსეტიანი პაექრობის შედეგად 6:3, 6:2, 6:7, 6:4 მოუგო და მიმდინარე “როლან გაროსის” მეოთხე წრეში გააღწია. “ნოლემ” პირად შეხვედრებში ზედიზედ მეცხრედ მოახერხა ჩილიჩის წინააღმდეგობის დაძლევა. მატჩი 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა დამაჯერებლად მოიგო პირველი და მეორე სეტები, მესამეში ჩილიჩმა ტაიბრეიკით იმარჯვა. მეოთხე პარტიაში სერბი ჯერ 3:0 დაწინაურდა, შემდეგ 4:1, მაგრამ მარინმა ანგარიშის გაყაიმება მოახერხა 4:4, თუმცა, მომდევნო 2 გეიმი ჯოკოვიჩმა მოიგო და მათთან ერთად მატჩიც.

"მესამე სეტში კონცენტრაცია დავკარგე, მარინი კი ტაიბრეიკზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჩილიჩი საფრანგეთის ღია პირველობისთვის კარგად მოემზადა, ამიტომაც მასთან მძიმე მატჩი გამომივიდა", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

მეოთხედფინალში გასასვლელად ნოვაკი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასა და პოლონელ იეჟი იანოვიჩს შორის მოგებულთან იბრძოლებს. 

0.115956