დედაქალაქ პეკინის შემდეგ ჩინეთში მეორე პრესტიჟული ტურნირი დაიწყო - ქვეყნის ყველაზე დიდ დასახლება შანხაიში “მასტერზ1000”-მა აიღო სტარტი. ამ შეჯიბრების საპრიზო ფონდი 6 მილიონ 200 ათასი დოლარია, ფავორიტებმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფა ნადალმა და როჯერ ფედერერმა კი თავიანთი სასტარტო შეხვედრები ორსეტიანი მოგებებით დაასრულეს.
მესამე წრეში ჯოკოვიჩი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება, ნადალი არგენტინელ კარლოს ბერლოკს გამოცდის, ფედერერი კი ფრანგი გაელ მონფისის დამარცხებას შეეცდება.
კლასიფიკაციის ექსპირველმა ჩოგანმა ესპანელ მარსელ გრანოლიერსთან თამაშისას ტრავმა მიიღო, თუმცა ნამატჩევს ჟურნალისტებს აუწყა, რომ დაზიანება სერიოზული არაა და მას ასპარეზობის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლის. მოგეხსენებათ, “ნოლემ” გასულ კვირას რეიტინგსიის ლიდერობა დაკარგა, ამასთან, აცხადებს, რომ კლასიფიკაციის სათავეში კვლავ მოქცევის სურვილი აქვს: “სეზონის მიწურულს წარმატებით თამაშს ვაპირებ და რეიტინგში პირველი ადგილის დაბრუნებაც მინდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემ გამოსვლაზე დამოკიდებული არაა – რაფა ბოლო დროს კვლავინდებურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და ჩემი ლიდერობა დიდწილად ნადალზეა დამოკიდებული”.