ჩოგბურთი

7:59 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი და ნადალი – თითო ნაბიჯი მეოთხედფინალამდე

 როჯერ ფედერერისა და ენდი მარეის მსგავსად, ცინცინატის ტურნირის მეორე წრეში ორსეტიანი მოგებები შეძლეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფა ნადალმა. ამ კვარტეტს ოჰაიოს შტატის “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში გასასვლელად თითო წარმატება აშორებთ.

რეიტინგსიის 26 წლის სერბმა ლიდერმა მეორე წრეში 29 წლის არგენტინელ ხუან მონაკოს (კლასიფიკაციაში 32-ეა) 7:5, 6:2 მოუგო. “ნოლემ” საათსა და 17 წუთის განმავლობაში 5-5 ბრეიკი და ეისი შეასრულა და პატაგონიელთან პირად შეხვედრებში 8:0 დაწინაურდა. მეოთხედფინალში გასასვლელად ჯოკოვიჩი ბელგიელ დავიდ გოფინს შეხვდება. ამ უკანასკნელმა ცინცინატის შეჯიბრების მეორე წრეში მონრეალის ტურნირის კანადელ ნახევარფინალისტ ვაშეკ პოსპიშილს სძლია.

კიდევ უფრო დამაჯერებლად იმარჯვა რაფა ნადალმა. მალიორკელი მეორე წრეში გერმანიის წარმომადგენელ ბენჯამინ ბეკერს ხვდებოდა და საათსა და 17 წუთში 6:2, 6:2 მოუგო. რაფას აქტივში 4 ბრეიკი და 3 ეისია.

 

 

 

0.11539