ქართველმა მოჭადრაკე დავით ჯოჯუამ (2530) საბერძნეთის ქალაქ კავალაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ოთხ ტურში სამი გამარჯვება იზეიმა და 94 მონაწილეს შორის, 3.0 ქულით მე-19 ადგილზე დამკვიდრდა.
ლუკა პაიჭაძე (2467) 2.5 ქულით 23-ე ადგილზეა, სალომე მელიას (2442) 2.0 ქულით 44-ე პოზიცია უკავია, ხოლო ლელა ჯავახიშვილი (2469), რომელმაც პირველი პარტიის მოგება მე-4 ტურში შეძლო, ასეთივე მონაგარით 55-ეა.
მე-5 ტურში ჯოჯუა გერმანელ გრაფს (2590) ეთამაშება, პაიჭაძე – ესპანელ ალსინას (2546), ჯავახიშვილი – რუს ჩანცევს (2284), ხოლო მელია – ბერძენ მაკროპულოს (2231).
გასული ტურების შემდეგ, კავალას ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ინდოელი ტეიას ბაკრე (2509) გახლავთ, რომელიც დანაკარგის გარეშე ასპარეზობს.







