ჭადრაკი

0:54 | 26.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ნავსი გატეხა

ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-4 ტური დაუმარცხებლად განვლეს. სამმა მათგანმა გამარჯვება იზეიმა, ხუთმა კი პარტიები ყაიმებით დაასრულა. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 3.0 ქულა ლევან ფანცულაიასა და ლელა ჯავახიშვილს გააჩნიათ, რომელთაც დამატებითი მაჩვენებლებით, 33-ე და 41-ე ადგილები უკავიათ.
დავით ლობჟანიძის, თორნიკე სანიკიძისა და ლუკა პაიჭაძის დარად, 2.5 ქულა მოაგროვა ბაადურ ჯობავამ, რომელსაც საფრანგეთის ქალაქ ექს ლე ბენში მე-8 რეიტინგი კი გააჩნია, თუმცა, 3 ყაიმის შემდეგ, პირველი პარტია მე-4 ტურშიღა მოიგო. ჯობავამ შავი ფიგურებით ბერძენ პავლიდუს სძლია.
ცნობისთვის, ვროპის ჩემპონატი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს, დასვენების დღედ კი, 29 მარტია გამოცხადებული. ტურნირი ორ აპრილს დასრულდება. ამ დროისთვის, ქულათა მაქსიმუმით რუსები – ვლადიმირ პოტკინი და ბორის სავჩენკო ლიდერობენ.

 

ევროპის მე-12 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის. ექს ლე ბენი (საფრანგეთი). 21 მარტი-3აპრილი
მეოთხე ტური

ლელა ჯავახიშვილი (2437) – ბარტლომიეი მაჩიეია (პოლონეთი, 2619) 0.5:0.5
ალექსეი დრეევი (რუსეთი, 2697) – თორნიკე სანიკიძე (2542) 0.5:0.5
დავით ლობჟანიძე (2489) – არმან პაშიკიანი (სომხეთი, 2642) 0.5:0.5
ლუკა პაიჭაძე (2487) – ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი, 2630) 0.5:0.5
ლევან ფანცულაია (2595) – იოვანკა ჰოუსკა (პოლონეთი, 2419) 1:0
ეკატერინი პავლიდუ (საბერძნეთი, 2204) – ბაადურ ჯობავა (2707) 0:1
ეილონ ნაკარი (ისრაელი, 2256) – სალომე მელია (2462) 0.5:0.5
დავით ზარქუა (2397) – ნიკოლას ბაკონი (საფრანგეთი, 2177) 1:0

სატურნირო მდგომარეობა
1. პოტკინი (რუსეთი, 2653) – 4.0 ქულა; 2. სავჩენკო (რუსეთი, 2616);.. 33. ფანცულაია (2595) – 3.0; 41. ჯავახიშვილი (2437) – 3.0; 107. ლობჟანიძე (2489) – 2.5; 136. სანიკიძე (2542) – 2.5; 152. პაიჭაძე (2487) – 2.5; 163. ჯობავა (2707) – 2.5; 201. ზარქუა (2397) – 2.0; 235. მელია (2462) – 2.0;  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093731