ჭადრაკი

22:27 | 11.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ლიდერობა დათმო

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2704), ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მე-2 ყაიმი გააფორმა, რაც ლიდერობის დათმობად დაუჯდა. 41st International Tournament Bosna 2011-ის მე-8 ტურში, ჯობავა თეთრი ფიგურებით უნგრელ კრისტიან შაბოს (2512) დაუზავდა და 18.0 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.


შეგახსენებთ, რომ სარაევოს ტურნირზე მოგებისთვის სამი ქულაა გათვალისწინებული, ყაიმისთვის კი – ერთი, ამდენად, დასკვნით, მე-9 ტურში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ამ დროისთვის, 19-19 ქულით, პირველ-მეორე ადგილებზე ბოსნიელი პრედოევიჩი (2617) და სომეხი მელკუმიანი (2580) იმყოფებიან, ჯობავას დარად კი, 18 ქულა თურქ ილმაზს (2489) გააჩნია.
ბოლო ტურში, ჯობავა შავი ფიგურებით სწორედ ილმაზს ეთამაშება, პრედოევიჩი და მელკუმიანი კი, ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. სარაევოს ტურნირის საპრიზო ფონდი 51 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090085