ჭადრაკი

1:19 | 10.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა წინ გაიჭრა

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ექვსი ტურის თავზე, ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა და სასიხარულოა, რომ იგი ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2704) გახლავთ.
მე-6 ტურში, ჯობავა თეთრი ფიგურებით ხორვატ ივან სარიჩს (2637) დაუპირისპირდა და გამარჯვება იზეიმა, რისი წყალობითაც 16.0 ქულა მოაგროვა (ბოსნიურ ტურნირზე მოგებისთვის 3 ქულაა გათვალისწინებული, ყაიმისთვის კი – 1) და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ქართველი მოჭადრაკის უახლოესი მდევრები ხსენებული სარიჩი, რუმინელი პარლიგრაში (2626), სლოვენიელი შებენიკი (2524) და სომეხი მელქუმიანი (2580) არიან, რომელთა აქტივში 15-15 ქულაა. მე-7 ტურში, ჯობავა ამ უკანასკნელს ეთამაშება. თეთრებით სომეხი ითამაშებს.
ცნობისთვის, სარაევოს საჭადრაკო ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და ცამეტ მაისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 51 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 10 ათასი ერგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089612