საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საერთაშორისო დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ (2721) ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ მერაბ გაგუნაშვილს (2570) თეთრი ფიგირებით სძლია და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ბაადურმა 9 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევრებს – ლუკა პაიჭაძესა (2480) და კოკა შანავას (2589) 1.5 ქულით უსწრებს, ამდენად, სასწაული უნდა მოხდეს, დარჩენილ ტურებში პირველი ადგილი რომ ვერ გაიფორმოს.
ცნობისთვის, მე-10 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით პაიჭაძეს ეთამაშება, შანავა კი, რომელსაც ზურგს ზედიზედ ხუთი გამარჯვება უმაგრებს, გაგუნაშვილს დაუპირისპირდება.
საქართველოს 71-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. მე-9 ტური
ლუკა პაიჭაძე (2480) – დავიდ არუთინიანი (2561) 0.5:0.5
ბაადურ ჯობავა (2721) – მერაბ გაგუნაშვილი (2570) 1:0
კონსტანტინე შანავა (2589) – ზურაბ ჯავახაძე (2418) 1:0
დავით ზარქუა (2446) – ლევან ფანცულაია (2581) +:-
ირაკლი ბერაძე (2298) – გიგა ყუფარაძე (2471) 0.5:0.5
ივერი ჭიღლაძე (2390) – დავით ლომსაძე (2345) 0:1
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯობავა – 8.0
2-3. პაიჭაძე, შანავა – 6.5
4-5. გაგუნაშვილი, ზარქუა – 6.0
6. არუთინიანი – 4.5
7-8. ჯავახაძე, ბერაძე – 4.0
9-10. ყუფარაძე, ლომსაძე – 3.5
11. ფანცულაია – 1.5
12. ჭიღლაძე – 0
მე-10 ტური
დავიდ არუთინიანი (2561) – დავით ლომსაძე (2345)
გიგა ყუფარაძე (2471) – ივერი ჭიღლაძე (2390)
ლევან ფანცულაია (2581) – ირაკლი ბერაძე (2298)
ზურაბ ჯავახაძე (2418) – დავით ზარქუა (2446)
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – კონსტანტინე შანავა (2589)
ლუკა პაიჭაძე (2480) – ბაადურ ჯობავა (2721)
მე-11 ტური
ბაადურ ჯობავა – დავიდ არუთინიანი (2561)
კონსტანტინე შანავა – ლუკა პაიჭაძე (2480)
დავით ზარქუა (2446) – მერაბ გაგუნაშვილი (2570)
ირაკლი ბერაძე (2298) – ზურაბ ჯავახაძე (2418)
ივერი ჭიღლაძე (2390) – ლევან ფანცულაია (2581)
დავით ლომსაძე (2345) – გიგა ყუფარაძე (2471)







