თამაშგარე

11:44 | 10.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯო კოული ცოლს შეურიგდა

თუ არ იცით, კარლი ცუკერი ვინაა, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი დაგიკარგავთ. გერმანული წარმომავლობის კალბატონი კარლი, ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის ”ჩელსის” ფეხბურთელის, ჯო კოულის მეუღლეა და მიუხედავად იმისა, რომ თავისი ქმარი სხვა ქალებთან განავარდებაში ორჯერ ამხილა, მაინც მეუღლის ერთგული დარჩა და ჯოს ყველაფერი მომავალში ერთგულების პირობით აპატია.
ინგლისში ”ჩელსის” ფეხბურთელების გარყვნილებისა და ქალთმოყვარეობის შესახებ შეიძლება თქვას, რომ ლეგენდები არსებობს. ლონდონელმა ფეხბურთელებმა ისეთი ოჯახის ერთგული და ცოლის მოშიში კაციც კი აცდუნეს, როგორიც მათი მეკარე პეტრ ჩეხია და ეს სკანდალი ჩეხ გოლკიპერს კინაღამ ცოლთან დაშორებად დაუჯდა. ჯო კოულიც არაერთხელ მდგარა ოჯახის დანგრევის წინაშე, მაგრამ მის ცუკერი მუდამ გერმანულ პრაგმატიზმს ამჟღავნებდა და რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ შეურიგდა თავის ქმარს.
კარლი ცუკერი ბრიტანეთის საფეხბურთო საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილი პერსონაა და ქმართან ერთად, ინგლისის მაღალი ფენის წრეებშიც არაერთხელ გამოჩენილა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის გამუდმებული ღალატის გამო, ოჯახური სკანდალების ერთ-ერთი მთავარი გმირიც ხშირად ყოფილა, ინგლისელი ჟურნალისტების თქმით, ამ ქალს თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა და ქმართან შერიგებაც, სავარაუდოდ, სწორედ ღირსების შენარჩუნების ერთ-ერთ ფორმად გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166206