თამაშგარე

10:30 | 9.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯიუტი ლუკა

 

იტალიელი ფეხბურთელს – ლუკა ტონის, აგერ უკვე 13 წელია, რაც  ყოფილი მსახიობი - მარტა ჩეჩიტო ჰყავს ცოლად და მიუხედავად იმისა, რომ საერთო შვილიც ჰყავთ და ამ ხნის მანძილზე მშვენივრად ცხოვრობენ ერთად, ოფიციალურ ქორწინებაში მაინც არ იმყოფებიან, რაც სენიორა მარტას ძალიან აბრაზებს და ამ ჯავრს არც თანამემამულე ჟურნალისტებს უმალავს. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ადამიანთან 13 წელი ცხოვრობდე და მაინც საყვარელის სტატუსს ატარებდე...
 
მარტა ჩეჩიტოს თქმით, როდესაც 1998 წელს ძალიან ახალგაზრდა ლუკას შეხვდა და გაიცნო, მაშინ ნამდვილად არც ერთი ფიქრობდა ოჯახის შექმნაზე და მათი ურთიერთობა მხოლოდ ლაღად გართობის სურვილს უკავშირდებოდა. მაგრამ, როდესაც დრო გავიდა, მათმა შვილმა ცოლ-ქმრის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა. ახლა კი, ორივეს აღარაფერი აბრკოლებთ  და ხელის მარტივი მოსმით თამამად შეუძლიათ, რომ ერთმანეთი ოფიციალურ მეუღლეებად მოიხსენიონ. თუმცა, სიცილიური ფესვების მქონე ლუკა ტონი რატომღაც ჯიუტად დგას თავის სიტყვაზე და ამბობს, რომ იგი მარტასთან დღეს არსებული ურთიერთობითაც კმაყოფილია და ზედმეტი ფორმალობა არ სჭირდება.
 
ამ წყვილის ურთიერთობა შეწყვეტის საფრთხის წინაშე ერთადერთხელ დადგა. ეს იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ლუკა ფლორენციის “ფიორენტინაში“ თამაშობდა. ფეხბურთელს იმ პერიოდში სამთვიანი რომანი ჰქონდა ტოსკანელი ერთ-ერთი მულტიმილიონერის ქალიშვილთან, და როდესაც მარტა ჩეჩიტომ ამის შესახებ შეიტყო, ლუკა ტონი იძულებული გახდა, რომ არჩევანი კვლავ მარტას სასარგებლოდ გაეკეთებინა.
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088504