ფეხბურთი

12:04 | 4.07.2013 | ნანახია 763 - ჯერ

ჯგერენაიამ “მიკოლაევში” გამარჯვებით დაიწყო

უკრაინის პირველი ლიგის “მიკოლაევში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა მარცხენა მცველმა გიორგი ჯეგერენაიამ.

“მოკოლაევმა” თანალიგელ “ჰელიოსს” 3:1 მოუგო და სასტარტოში მყოფი ჯგერენაია მე-60 წუთზე შეცვალეს. 19 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში “გაგრადან” მარიუპოლის “ილიჩივეცში” იყო განათხოვრებული, სადაც დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, მომავალ სეზონს კი, “მიკოლაევში” გაატარებს.

კიევის “დინამო 2”-მა, სადაც ბადრი აქუბარდია და დავით იაშვილი გამოდიან, “დესნას” 2:0 აჯობა. აქუბარდიამ პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო იაშვილმა - მეორე. შეგახსენებთ, “დინამო 2” უკრაინის პირველ ლიგაში გამოდის.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:40 | 04.07.2013
Gio Rijvadze (2474)

კაია წარმატებები

13:07 | 04.07.2013
laciosErtguli (3640)

ამ ჯგერენაიას ტორპედოში ჩამოყვანა არ იქნებოდა ურიგო, მაინც ღმერთისგან მივიწყებულ გუნდშია

0.069568