ლელა ჯავახიშვილმა სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს 2009 წლის თასის გათამაშება კატასტროფულად, ზედიზედ ხუთი მარცხით დაასრულა და ტურნირის 12 მონაწილეს შორის მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა.
მსოფლიოს თასი თურქეთის ქალაქ ქონიაში სამ დღეს მიმდინარეობდა. რეგლამენტის თანახმად, საწყის დღეებში ოთხ-ოთხი ტური გაიმართა, დღეს კი მოჭადრაკეები მაგიდებს სამჯერ მიუსხდნენ.
ჯავახიშვილმა მე-2 დღე ორი მარცხით დაასრულა, რასაც დასკვნით სამ პარტიაში, ლიტველ ჩმილიტესთან, რუს კოსტენიუკთანა და უკრაინელ ჟუკოვასთან წაგებებიც მიაყოლა და 3.5 ქულის ამარა დარჩა.
ამ შედეგით, ლელამ მხოლოდ მასპინძლებს – კუბრა ოზთურქსა და ნეზიჰე ეზგი მენზის გაუსწრო. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა თავი იმით “გამოიჩინა”, რომ თორმეტივე (!) პარტია წააგო.
ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ალექსანდრა კოსტენიუკი გახდა, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა და 10 ქულით, შანსი არავის დაუტოვა.
კოსტენიუკმა საპრიზო 20 ათასი დოლარიდან 5 ათასი მიიღო, ჯავახიშვილს კი სანუგეშოდ 500 დოლარი ერგო.
ქალთა პირველი მსოფლიოს თასი სწრაფ ჭადრაკში. ქონია (თურქეთი). 30 ნოემბერი-4 დეკემბერი
მეცხრე ტური
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2522) – მონიკა სოცკო (პოლონეთი, 2457) 0:1
პია კრამლინგი (შვედეთი, 2525) – ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2518) 1:0
მაშა კლინოვა (ისრაელი, 2305) – ნეზიჰე ეზგი მენზი (თურქეთი, 1847) 1:0
ბეტულ ჩემრე ილდიზი (თურქეთი, 2213) – ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2465) 1:0
კუბრა ოზთურქი (2177) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2517) 0:1
ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2482) – ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2480) 0:1
მეათე ტური
სოცკო – ჩმილიტე 0:1
კოსტენიუკი – ჯავახიშვილი 1:0
ჟუკოვა – ოზთურქი 1:0
მენზი – ილდიზი 0:1
ნ.კოსინცევა – კლინოვა 1:0
ტ.კოსინცევა – კრამლინგი 0.5:0.5
მეთერთმეტე ტური
კრამლინგი – სოცკო 1:0
კლინოვა – ტ.კოსინცევა 0.5:0.5
ილდიზი – ნ.კოსინცევა 0:1
ოზთურქი – მენზი 1:0
ჯავახიშვილი – ჟუკოვა 0:1
ჩმილიტე – კოსტენიუკი 0:1
საბოლოო მდგომარეობა
10 – კოსტენიუკი
8 – ჩმილიტე
7.5 – ტ.კოსინცევა
7 – კრამლინგი, სოცკო
6.5 – ნ.კოსინცევა
5.5 – ჟუკოვა
4 – ილდიზი, კლინოვა
3.5 – ჯავახიშვილი
3 – ოზთურქი
0 – მენზი







