საქართველოს ნაკრების კაპიტანს და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ფეხბურთელს ჯაბა კანკავას კიევის “დინამომ” საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გუნდების შეხვედრისას “დინამოს” მოთამაშე ოლეგ გუსევმა მძიმე ტრავმა მიიღო (მას ტვინის პირველი ხარისხის შერყევა და ყბის მოტეხილობა დაუდგინეს), კანკავამ კი მას წამებში პირველი დახმარება აღმოუჩინა და კიეველი ლეტალური შედეგისგან იხსნა.
ძვირფასო ჯაბა!
შენი ქმედების გამო, გულწრფელ მადლობას გიხდით!
ყოველ ადამიანს გააჩნია ქმედების თავისუფლება ანუ ის, თუ რა საქციელს ჩაიდენს ყველაზე საჭირო და საპასუხიმგებლო მომენტში.
შენ ჩვენს მეგობარს მშველელად სწორედ მაშინ მოევლინე, როდესაც იგი საციცოცხლო დახმარებას საჭიროებდა.
მადლობა!
ვიცით, რომ შენ დიდი გული გაქვს და ჩვენი მადლიერება არ დაგამძიმებს!
ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ, გენაცვალე!
საფეხბურთო კლუბი “დინამო” (კიევი)