ფეხბურთი

13:37 | 5.04.2014 | ნანახია 1344 - ჯერ

ჯალიაშვილმა ლატვიის თასზე გაიტანა

 

დაუგავპილსის “დაუგავამ”, რომლის რიგებშიც ოთხი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, ლატვიის თასის 1/2-ფინალში გააღწია.

“დაუგავამ”, თავის მოედანზე, მოქმედი ჩემპიონი “ვენტსპილსი” 2:1 დაამარცხა და გუნდის წარმატებას სათავე ჯემალ ჯალიაშვილმა დაუდო, რომელმაც მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა. ჯალიაშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ხუმარაშვილი, ბიძინა ცინცაძე და გიორგი ჩიხრაძე, რომლებმაც თავიდან ბოლომდე ითამაშეს. “ვენტსპილსის” რიგებში მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა თორნიკე თარხნიშვილი, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს.

დანიის სუპერლიგის 25-ე ტურში, “ორჰუსმა” შინ “რანდერსთან” 0:1 წააგო. დავით დევდარიანი მასპინძელთა სასტარტოში იმყოფებოდა და მე-20 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 54-ე წუთზე შეცვალეს. მათე ვაწაძე მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა. დავით სხირტლაძემ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. “ორჰუსი” 29 ქულით 12 გუნდში მეცხრეა. 

ლიტვის A ლიგის მე-6 ტურში, “თრაკაიმ” შინ კლაიპედას “ატლანტასს” ვერ მოუგო – 0:0. ბესიკ ამაშუკელი მასპინძელთა სასტარტოში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. მან 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “თრაკაი” 10 გუნდში 11 ქულით მეორე ადგილზეა.  

“კრუოიამ” გასვლაზე “ჟალგირისთან” 0:2 წააგო. ვაჟა ბედოიძე სტუმართა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “კრუიოია” 8 ქულით მეხუთეა.

მოლდოვის ნაციონალ ლიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში, “ტირასპოლმა”, სადაც ლაშა ჯაფარიძე გამოდის, შინაურ კედლებში “ოლიმპიას” 2:1 მოუგო. ქართველი განაპირა მცველი სრულად გაისარჯა. “ტირასპოლი” 54 ქულით 12 გუნდში მეორეა.  

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ეკატერინბურგის “ურალმა” სტუმრად მოსკოვის “სპარტაკს” 1:0 მოუგო. ლაშა გვალია ეკატერინბურგელთა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. მან წინა დღეს დუბლშემადგენლობაში მეორე ტაიმი ითამაშა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 30-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” ძერჟინსკში ადგილობრივ “ხიმკის” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი, 56-ე წუთზე, გორის “დილას” ექსფორვარდმა ნათან ჟუნიორმა გაიტანა. გიორგი ნავალოვსკიმ ხაბაროვსკელებში თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო გოგუა ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეცვალეს. კახა ალადაშვილი სათადარიგოებში ყოფნით შემოიფარგლა. “სკა-ენერგიას” 44 ქულა აქვს და 19 გუნდში მეშვიდეა.

ორენბურგის “გაზოვიკმა” იაროსლავლში “შინიკს” 1:0 მოუგო. ზურაბ არზიანს გამარჯვებულებში არ უთამაშია. “გაზოვიკი” 43 ქულით მერვეა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 29-ე ტურში, დიუსელდორფის “ფორტუნამ” სტუმრად “პადერბორნს” 2:1 სძლია. ლევან ყენია დიუსელდორფელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლო ქართველი გუნდიდან წავა. “ფორტუნას” 37 ქულა დაუგროვდა და 18 გუნდში მეთერთმეტეა.

საფრანგეთის ლიგა ნაციონალის (მე-3 ლიგა) 27-ე ტურში “ლუზენაკმა” საკუთარ მოედანზე “პარიზს” ვერ მოუგო – 1:1. ამირან სანაიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ლუზენაკი” გათამაშებას 53 ქულით ლიდერობს.

უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში, “სევასტოპოლმა” პოლტავის “ვორსკლა” მიიღო და 1:0 სძლია. მათე ღვინიანიძე და დავით დარციმელია სევასტოპოლელთა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდნენ. “სევასტოპოლი” 22 ქულით 16 გუნდში მეთერთმეტეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:27 | 05.04.2014
l.kobiashvili (434)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/danamatebi')>0?'https://www.facebook.com/danamatebi':'https://www.facebook.com/danamatebi'))
მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარი და დანამატები დაბალ ფასად შემოგვიერთდით ფეისბუქზე.

13:47 | 05.04.2014
giomebo (1190)

გვალია მაგარია რა, ურალის დუბლების ძირითადშიც ვერ ხვდება. ყენია ალბათ მომავალი წლიდან ბარსელონაში გადავა. ყოველი შემთხვევითვის ასე ამბობდნენ ურაინიდან გერმანიაში რომ გადავიდა. სხებზე კომენტარები არაა საჭირო, ისედაც სასაცილოა რომ წაიკითხავ რა გუნდებში თამაშობენ. ქეცბაია შენი . . . რატო არ გაიყვანე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე?

0.063282
2914