“ტირასპოლი”, სადაც ლაშა ჯაფარიძე გამოდის, მოლდოვის საფეხბურთო თასის გათამაშებიდან გავარდა.
1/4-ფინალში, კიშინიოვში ადგილობრივ “ზიმბრუსთან” ჩატარებული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში მასპინძლებმა 7:6 გაიმარჯვეს.
ჯაფარიძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიაში დარტყმა გააცუდა – კარს ააცილა.