ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ყაზახური “აქტობე” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.
აღნიშნულის მიზეზი ყაზახეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურში აქტობელთა გამანადგურებელი მარცხი გახდა, რამაც
აღნიშნულ შეხვედრაში “აქტობემ” ალმატის “ქაირათთან” 1:7 წააგო და ლიდერობა სწორედ მას გადააბარა. ახლა, აღნიშნულ გუნდებს აქტივში 36-36 ქულა აქვთ, ბურთების სხვაობით კი პირველ ადგილზე “ქაირათია”.
შეგახსენებთ, რომ “დინამოს” და “აქტობეს” დაპირისპირების პირველი მატჩი თბილისში, “დინამო არენაზე” 16 ივლისს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრას კი აქტობეს “ცენტრალური სტადიონი” 23 ივლისს უმასპინძლებს.
“ქაირათი”-“აქტობეს” მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=VvXPY_-c--s