6 აგვისტოს, ბუქარესტის “სტიაუასა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრას ისლანდიელები იმსაჯებენ. კრისტინ იაკობსონი - ის იქნება მთავარი მსაჯი. მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება “ნაციონალ არენაზე”. როგორც იცით, პირველი თამაში დინამოელებმა შინ 0:2 წააგეს.
რაც შეეხება გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკის” დაპირისპირებას, რომელიც 8 აგვსტოს “მიხეილ მესხზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება, უნგრელები იმსაჯებენ ტამაშ ბოგნარის მეთაურობით. შეგახსენებთ, გორელებმა პირველი მატჩი სპლიტში 1:0 მოიგეს.