ფეხბურთი

14:02 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” მალხაზ ჟვანია უხელმძღვანელებს

თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟვანია იქნება.

ამის შესახებ პარასკევს, “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ამცნო. ჟვანია 7 წლის განმავლობაში მარტვილის “მერანში” მუშაობდა, ხოლო ბოლო პერიოდში “დინამო 2”-ის მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ასისტენტი იქნება რამაზ სვანაძე, ხოლო “დინამოს” მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძე გახდება. გარდა ამისა, ჟვანიას დაეხმარება ხორვატი ფიზმომზადების მწვრთნელი, რომლის სახელი და გვარი ამ ეტაპზე არ დაკონკრეტებულა.

“დინამოს” უკვე ყოფილი თავკაცი დუშან უჰრინი მუშაობას ჩეხეთის “პლზენში” გააგრძელებს. უჰრინთან ერთად “დინამოს” მისი ჩეხი ასისტენტები მიხაილ რუკავიჩკა და დრაგოშ პიკუ დატოვებენ.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115259