ორშაბათს, დილის 10 საათზე თბილისის “დინამო” ჩარტერული რეისით რუმინეთში გაემგზავრა. ჩვენი გუნდი ბუქარესტში სასტუმრო Athenee Palace Hilton-ში დაბინავდება. “დინამოელები” ორშაბათს საღამოს მატჩის წინა ვარჯიშს გამართავენ. “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩეხმა დუშან უჰრინამ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:
მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა
მცველები: გივი კვარაცხელია, უსტარიცი, გიორგი სეთურიძე, დავით კვირკველია, დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი, დარკო გლიშიჩი.
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ჩისკო, გიორგი მერებაშვილი.
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დორინ გოგა, ვუო, დავით ხოჭოლავა.
6 აგვისტოს, თბილისის დროით 21:45 საათზე, “დინამო” ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას “სტიაუასთან” ჩაატარებს. მომავალი დაპირისპირება ბუქარესტში “ნაციონალ არენაზე” შედგება. “სტიაუას” საშინაო სტადიონზე “გენჩეაზე” ბალახის საფარს ცვლიან და მომავალი თამაში “
ნაციონალ არენაზე” ამიტომ შედგება.
შეგახსენებთ, რომ “დინამომ” პირველი თამაში, თბილისში “დინამო არენაზე” 0:2 წააგო.