თბილისის “დინამო” აღებულ კურსს აგრძელებს და კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა.
“დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბში 19 წლის თავდამსხმელი დავით ჯიქია ჩაირიცხა. აქამდე, ის თბილისის “ლოკომოტივში” გამოდიოდა. ჯიქია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, ხოლო ამჟამად 19-წლამდელთა წევრია.
ახალ კლუბში ახალგაზრდა შემტევი 26-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.