ფეხბურთი

19:39 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დინამოელები რუმინელ რკინიგზელებს დაუზავდნენ

 

ავსტრიაში ჩატარებულ თბილისის “დინამოსა” და რუმინეთის “კლუჟის” ტესტმატჩში ბევრი მომენტი არ ყოფილა და არც ტემპი იყო მაღალი. პირველ ტაიმში ჩისკომ ხარიხას მოარტყა ბურთი, კვირკველიამ და დვალმა სახიფათოდ დაარტყეს, მეორეში კი რუმინელებმა მცირე ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, ერთხელ ძალიან სახიფათო საჯარიმო შეასრულეს, თუმცა ზარქუამ ივაჟკაცა. “კლუჟი” რუმინული ლოკომოტივია, სახელწოდებაში არსებული აბრევიატურა ჩფრ-ც სწორედ ამის მიმანიშნებელია. შეგახსენებთ, რომ წლეულს ჩფრ კლუჟი ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა. ჯგუფში “მანჩესტერისა” და “გალათასარაის” შემდეგ მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მილანის “ინტერთან” დამარცხდა. რუმინეთის ჩემპიონატში კი მე-8 ადგილი დაიკავა.

მომავალ მატჩს დინამოელები 30 ივნისს რუსულ “კრასნოდართან” ჩაატარებენ.

დინამო (თბილისი) – კლუჟი (რუმინეთი) 0:0

Dდინამო: ლორია (ზარქუა 46), ძარია (ხოჭოლავა 78), კვირკველია, ხურცილავა (სეთურიძე 46), გრიგალაშვილი (ლექვთაძე 65), კვარაცხელია, პაპავა (ხმალაძე 46), შაშიაშვილი (უსტარიცი 65), მერებაშვილი (გლიშიჩი 74), ჩისკო, დვალი.

მწვრთნელი: დუშან უჰრინი

კლუჟი: მინცა, ხავიერ ველაიოსი, პიკოლო, რადა, კამორა, ბუბა, დეაცი, მაა, ბატინი, კოშტეა, აგამვაში (სასტარტო შემადგენლობა).

მწვრთნელი: მირჩა რედნიკი

გაფრთხილება: პაპავა (5), კვარაცსელია (36); დეაცი (25), სეპში (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115437