ფეხბურთი

16:27 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო”–“აქტობეს” პოლონელები განსჯიან

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელსაც თბილისის “დინამო” “დინამო არენაზე” გამართავს და ყაზახეთის “აქტობეს” უმასპინძლებს, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი მსაჯი 31 წლის პაველ რაჩკოვსკი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას პაველ სოკოლინიცკი და მიხალ ობუკოვიცი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ტომაშ კვიატკოვსკი შეასრულებს. უეფას დელეგატი ბულგარელი პაველ კოლევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი – დანიელი იორნ ვესტ ლარსენი.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც პაველ რაჩკოვსკიმ იმსაჯა 31 მაისს, იაპონიაში გამართული “ჯუბილო ივატა”-“ფაგიანო ოკაიამაა” (1:1). აღნიშნულ მატჩში პოლონელმა ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

შარშან 10 ოქტომბერს რაჩკოვსკიმ თბილისში გამართული საქართველოსა და ჰოლანდიის 21 წლამდე ნაკრებთა მატჩი იმსაჯა, რომელშიც სტუმრებმა 6:0 იმარჯვეს.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის პაველ რაჩკოვსკის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

პაველ რაჩკოვსკი (31 წლის)

პოლონეთის უმაღლესი ლიგა (ექსტრაკლასა) – 77 თამაში / 314 ყვითელი / 16 წითელი / 16 პენალტი

პოლონეთის თასი – 6 თამაში / 24 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ევროპა ლიგა – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

იაპონიის ჯეი ლიგა – 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

იაპონიის თასი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრა – 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

იაპონიის თასი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U-21 ჩემპიონატი – 1 თამაში / 2 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

www.fcdinamo.ge

0.126511