ფეხბურთი

22:20 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო”-“სტრეიმურს” მალტელი არბიტრი განსჯის

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” ურთიერთობას ფარერების წარმომადგენელ “სტრეიმურთან” გაარკვევს. წყვილის პირველ მატჩს, რომელიც 16 ივლისს “დინამო არენაზე” გაიმართება 32 წლის მალტელი მსაჯი ალან მარიო სანტი განსჯის.

გვერდითი მსაჯები ალან კამილიერი და რობერტო ველა იქნებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ფარუჯია კან ტრუსტინი შეასრულებს, ხოლო მატჩის დელეგატი კვიპროსელი გეორგე კუმასი იქნება.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ალან მარიო სანტის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

ალან მარიო სანტი

დაბადების თარიღი: 1980 წლის 16 აგვისტო

 

მალტის ჩემპიონატი – 40 თამაში / 189 ყვითელი / 15 წითელი / 10 პენალტი

მალტის თასი – 3 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

მალტის სუპერთასი – 1 თამაში / 5 ყვითელი /1 წითელი / 0 პენალტი

ლუქსემბურგის ჩემპიონატი – 1 თამაში / 5 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

ევროპის ჩემპიონატის U-21 შესარჩევი ეტაპი – 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

ევროპის ჩემპიონატის U-17 შესარჩევი ეტაპი – 3 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

ევროპის ჩემპიონატი U-17 – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

www.fcdinamo.ge

0.11562