ფეხბურთი

22:09 | 11.08.2013 | ნანახია 3463 - ჯერ

93-ე წუთი: "დინამომ" "ზესტაფონი" ბოლოს გატეხა

პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში ფავორიტმა მოიგო, თუმცა ძალიან გაუჭირდა: მართალია, "დინამო" უპირატესობას ფლობდა და მეტი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ 93-ე წუთამდე ტაბლოზე 1:1 ენთო. გაამართლა შეცვლაზე ბოლოს შესულმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც ბრძოლაში მოიპოვა ბურთი, ჩისკოს შეაყოლა საჯარიმოში და ესპანელმაც ცაციით შორეულ კუთხეში გაუტანა როინ კვასხვაძეს - 2:1.

ამ გოლის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ჩისკომ საუკეთესო თამაში ჩაატარა, მაგრამ მეორეს მხრივ, თავის პოზიციაზე არ უთამაშია: დროის უმეტეს ნაწილს მარჯვენა ფლანგზე ატარებდა. საქმე ისაა, რომ დუშან უჰრინმა პატრიკ ვუოც ძირითადში დააყენა და ჯაბა დვალთან ერთად გაამწესა ფორვარდად.

...სანამ თამაშზე გადავიდოდეთ, ინგლისიდან ჩამოსულ სტუმარზე ვთქვათ: პორტუგალიელი დანიელ სოუზა ლონდონის "ტოტენჰემის" სკაუტინგის უფროსია და "დინამო" დაზვერა. შეხვედრას წინ უძღოდა სახელმწიფო ჰიმნი ჩემპიონატის გახსნასთან დაკავშირებით და ასევე, წუთიერი დუმილი 5 წლის წინათ აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების ხსოვნისადმი.

"ზესტაფონს" აკლდნენ იგორ იელიჩი (ტრავმა) და ავთო ენდელაძე (მაღალი ტემპერატურა), დინამოელთა მწვრთნელმა კი დისკვალიფიცირებული უსტარიცი ვერ ათამაშა და მის ნაცვლად გიორგი გველესიანი დადგა დაცვის ცენტრში. მარჯვენა მცველის პოზიციაზე დავით ხურცილავა გამოჩნდა, გიორგი სეთურიძე კი სათადარიგო გახლდათ.

პირველი ხიფათი "ზესტაფონმა" შექმნა, როცა ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან კარს გადააცილა ბურთი. დინამოელებმა დაახლოებით მე-20 წუთიდან მოიპოვეს უპირატესობა, ელგუჯა გრიგალაშვილი და გიორგი მერებაშვილი ყველაზე მეტად აქტიურობდნენ. ზესტაფონელთა დაცვას უჭირდა და 27-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა კიდეც: მერებაშვილმა შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და ეს მისი 50-ე გოლია საქართველოს ჩემპიონატში.

"ზესტაფონი" კონტრშეტევებზე გადასვლას ახერხებდა, თუმცა იშვიათად. თავის მხრივ, "დინამოც" ვერ იყო აქტიური - უპირატესობის მიუხედავად, შეტევაში დუნედ თამაშობდა.

მეორე ტაიმი სანახაობრივად უკეთესი გამოდგა, "ზესტაფონის" პირველივე შეტევა კი გოლით დასრულდა: ჭანტურიშვილმა ჩააწოდა, გველესიანმა ბურთი ვერ გამოიტანა და ქობალიამ ახლოდან ზუსტად დაარტყა - 1:1.

დადგა როინ კვასხვაძის ჯერი, რომელმაც ზედიზედ აიღო გრიგალაშვილისა და მერებაშვილის დარტყმულები, ცოტა ხანში კი ხურცილავას გარღვევის შემდეგ, ვუომ ვერ ივარგა დასწრებაზე.

თუმცა, 67-ე წუთზე "ზესტაფონს" ოდნავ რომ გამართლებოდა... გიორგი ადამიამ შორიდან ძელს მოარტყა ბურთი. სტუმრები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე პირველ ტაიმში. თუმცა, ბოლო 15 წუთში ისევ გამოიკვეთა დინამოელთა უპირატესობა. სხვათა შორის, აქტიურად შემოვიდა რუმინელი დორინ გოგა - მერებაშვილის კარგი გარღვევისა და პასის შემდეგ ოდნავ ააცილა, მოგვიანებით კიდევ უმტყუნა სიზუსტემ. ასევე, დვალს შეეძლო გატანა და კვასხვაძემ რთული მოიგერია.

ბოლოს კი იყო ხოჭოლავას კარგი თამაში და ჩისკოს საგოლე დარტყმა. "ზესტაფონს", იმის ფონზე, რომ გუნდმა გვიან დაიწყო მზადება, ცუდი მატჩი არ ჩაუტარებია. აი, ცუდი რაც მოხდა, მეორე ტაიმის მსვლელობისას ბუბა ტყავაძის ძმის გინება გაისმა - ის "ზესტაფონის" ერთ-ერთ წარმომადგენელს ხმამაღლა აგინებდა. მცირე გაწევ-გამოწევაც იყო, თუმცა მალევე დასრულდა.

 

მატჩის შემდეგ:

რატკო დოსტანიჩი: "სანახაობრივად კარგი თამაში გამოვიდა. "დინამო" კარგი, ორგანიზებული გუნდია და პირველი ტაიმის ბოლოს ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, მომენტებიც გვქონდა. მართალია, "დინამოსაც" ჰქონდა შანსები, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვჩივით. დინამოელებს ევროპის ლიგაზე წარმატებებს ვუსურვებ".

დუშან უჰრინი: "ჩვენთვის იოლი არ იყო ევროტურნირებიდან გადმორთვა. ორი შეცდომა დავუშვით და აქედან ერთი მეტოქემ გოლად აქცია. საერთოდ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. ხშირ შემთხვევაში მეტოქე 10 კაცით იყო დაცვაში და ცდილობდა, კონტრშეტევაზე დავეჭირეთ. ზოგჯერ ეს გამოსდიოდათ".

 

"დინამო" (თბილისი) - "ზესტაფონი" 2:1 (1:0)  

11 აგვისტო. 18:00. თბილისი. "დინამო არენა".  

დინამო: ლორია, ხურცილავა (გლიშიჩი 89), კვარაცხელია, გველესიანი, კვირკველია, ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, მერებაშვილი, ჩისკო, ვუო (გოგა 62), დვალი (ხოჭოლავა 87).

მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

ზესტაფონი: კვასხვაძე, ტერზიჩი, კაჭკაჭიშვილი, თედო გრიგალაშვილი, კანდელაკი, რენე ფერეირა (გაგოშიძე 80), შარიქაძე, სამუშია (სარდალიშვილი 60), ადამია, ჭანტურიშვილი (კიკნაველიძე 84), ქობალია.

მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი.

გოლები: 1:0 მერებაშვილი (27), 1:1 ქობალია (47), 2:1 ჩისკო (90+3). 

გაფრთხილება: გველესიანი (27), ქობალია (65), გაგოშიძე (84).

 

  

I ტური

ზუგდიდი – ჩიხურა (საჩხერე) 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლაშა ჭელიძე (12), 1:1 ირაკლი ეხვაია (51), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (78), 1:3 რატი წინამძღვრიშვილი (90)

 

სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლაშა თოთაძე (11), 1:1, 1:2 გრიგოლ დოლიძე (39, 77)

 

1 ვიტ ჯორჯია 1 1 0 0 3:0 3
2 ჩიხურა 1 1 0 0 3:1 3
3 დინამო (თბ) 1 1 0 0 2:1 3
4 დილა              
1 1 0 0 2:1 3
5 მერანი 1 1 0 0 2:1 3
6 მეტალურგი 1 0 1 0 1:1 1
7 ტორპედო 1 0 1 0 1:1 1
8 ზესტაფონი 1 0 0 1 1:2 0
9 სიონი 1 0 0 1 1:2 0
10 სპარტაკი 
1 0 0 1 1:2 0
11 ზუგდიდი 1 0 0 1 1:3 0
12 გურია 1 0 0 1 0:3 0

 


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:01 | 12.08.2013
dadu-dadu (2)

ვოუ და გოგას ნაირი ფეხბურთელები რო გეყოლება რისი ამბიცია უნდა გქონდეს საერთოთ გუნდს:@:@:@

11:20 | 12.08.2013
lagashi (6738)

პირველი ოფიციალური თამაშის ფონზე ყოჩაღ ზესტაფონს! დინამოსგან ბევრად უფრო მეტს ველოდი....!!!

10:00 | 12.08.2013
resident (840)

რა ბეილი რის ბეილი რომც არ ყავდეს რა მერე? ტოტენჰემთან ამ თამაშით? ეს მოგებათუ მოგება იყო ზესტამ გადაალეწა ბურთი თავზე მთელი მეორე ტაიმი,

08:04 | 12.08.2013
fero (15151)

rtulia 1 tamashit daskvnis gaketeba. magram am gunds rom aqvs potenciali es cxadia. bevri iyo pliusebi da aseve iyo minusebic. romelibic unda gamoswordes. am kontigentit brdzola sheidzleba. kargad gamouvidat me2 nomrad tamashi. da axla vnaxot rogori iqneba 1 nomrad tamashi.

02:13 | 12.08.2013
Hush (571)

93-ე წუთი: "დინამომ" "ზესტაფონი" ბოლოს გატეხა - sheuvardes is natexebi Xiscos da sheuvardeba kidec Tottenhamisgan :-@

01:42 | 12.08.2013
vasilich (1440)

ბუბა ტყავაძეს და მის ძმას დიდი მოფერება ელით ზესტაფონში, შეხმატკბილებული დახვედრა

02:23 | 12.08.2013
tornike_qochlaa (5528)

რამოხდა ძმა

00:38 | 12.08.2013
რონალდო777 (4)

ნეტა მანამდე იყიდოს ბეილი რეალმა სანამ აქ ჩამოვა

00:10 | 12.08.2013
salazar (1835)

ხო მეც ბეილს ვებაზრე დღეს და გუნდში მაგარი არეულები არიან შანსები გაქვთო ხოდა შევაგინე მერე რა მექნა აბა

23:54 | 11.08.2013
dinamotb1925 (1350)

ტოტენჰემის სკაუტი იყო დასავლეთ ტრიბუნაზე რაღაცეებს ინიშნავდა გამოველაპარაკე რაღაცეებზე მკითხა ამდენი ხალხი დადის სულო? მეთქი ტოტენჰემთან სულ შეივსება თქო

00:00 | 12.08.2013
paskunjis axlobeli (915)

გვატყუებ ეხლა რაგაცას ან შენ მოგატყუეს იმათ :დ

00:01 | 12.08.2013
tornike_qochlaa (5528)

არა არა მართლა იყო ჩამოსული

23:55 | 11.08.2013
tornike_qochlaa (5528)

მართლა რა გებაზრა კიდე?

23:57 | 11.08.2013
dinamotb1925 (1350)

არაფერი ისეთი ვკითხე რომელი ფეხბურთელი მოგეწონათ თამაშის შემდეგ და 10 ნომერი კაი გყავთო

00:00 | 12.08.2013
tornike_qochlaa (5528)

ახალი თქვი რამე თქო არ კითხე მთავრი გუნდით აპირებთ ჩამოსვლას თქო?

23:54 | 11.08.2013
paskunjis axlobeli (915)

რა სურათებია საიტზე, მევთქვი ბალეტის საიტია რო შემოვედი :დ

23:49 | 11.08.2013
ReNნee (9225)

პირველ ფოტოზე "ზესსტაფონი-დინამოა" თუ სუხიშვილების კონცერტი ჩემი დედას ვფიცავარ?

01:16 | 12.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

DDD

23:54 | 11.08.2013
paskunjis axlobeli (915)

საღოლ კარგი იყო :დ

23:52 | 11.08.2013
ReNნee (9225)

ჰაჰ

23:53 | 11.08.2013
rekhvo63 (570)

ვიღაცას ცეკვა არ უყვარს..DDD

23:57 | 11.08.2013
ReNნee (9225)

ხო ან ცეკვა ან სუხვარდი არ ევასება

23:45 | 11.08.2013
dinamotb1925 (1350)

ლადო არც კი ძმა 2000-ც არ იყო 1600 იქნებოდა სადღაც

23:45 | 11.08.2013
shebe (2082)

lado94 ძმა თავს რატო იტყუებ მოუგო რა ზესტაფონს დაშლილს დინამო არის საქრთველო ჩემპის ფავორიტი და მორჩა და ჩვენს ჩემპშიც გაუჭირდება იოლად მოგება ვინმეზე. სტიუა კაი გუნდი მაგრამ რა სხვა მოუგებდა? ეს გუნდი დასაშლელია თუ მართლა რამე გვინდა

23:43 | 11.08.2013
AC milan9 (2294)

მართალია ფულს არ ხარჯავს

23:40 | 11.08.2013
avto21 (1184)

სტიაუას თამაშს ვუყურებ ეხლა დინამო ბუქარესტთან გადაახია ბურთი თავზე 0-2-ს უგებს და რასაც ქვია დაჯაბნა მაგარი გუნდია რა ჩვენი ბედის რა ვთქვი მაგრამ მაინც გუნდი საშინელ ფორმაშია და არ ამართლებს მაგას

23:42 | 11.08.2013
tornike_qochlaa (5528)

ფულს არ ხარჯავს რომანა)

23:42 | 11.08.2013
rekhvo63 (570)

მეც მაგას ვუყურებ..ბუხარესტის "დინამოს" რა გულშემატკივრები ყოლია??..."სტიაუას" რომ ვუყურებ კიდევ კარგად გადარჩენილა "დინამო"

23:38 | 11.08.2013
fantastika (2333)

ძმურად, თუ მიგიწვდებათ ხელი, კორინთიანსი-ვიკტორიას თამაშის ლინკი დადეთ.

23:42 | 11.08.2013
IMGeorgian (130)

stripslashes((strlen('http://livetv.ru/eventinfo/180164_corinthians_vitoria/')>0?'http://livetv.ru/eventinfo/180164_corinthians_vitoria/':'http://livetv.ru/eventinfo/180164_corinthians_vitoria/'))

23:44 | 11.08.2013
fantastika (2333)

აქაც იგივე, მოკლედ მოეგო რა თავის დროზე ჩ.ათლა.ხ გალას, ბილეთიც მიდიოდა და კორინთიანსაც აჩვენებდნენ, ტფუიიიიიიიიიიი

23:39 | 11.08.2013
rekhvo63 (570)

stripslashes((strlen('http://cdn.livetvstatic.ru/webplayer2.php?t=letontv&c=seba009&lang=ru&eid=180164&lid=151903&ci=93&si=1')>0?'http://cdn.livetvstatic.ru/webplayer2.php?t=letontv&c=seba009&lang=ru&eid=180164&lid=151903&ci=93&si=1':'http://cdn.livetvstatic.ru/webplayer2.php?t=letontv&c=seba009&lang=ru&eid=180164&lid=151903&ci=93&si=1'))

23:43 | 11.08.2013
fantastika (2333)

აქ ჯერ გალა-ფენერია, იმიტომ ვითხოვე რომ სხვა არ ვიცოდი

23:37 | 11.08.2013
avto21 (1184)

გილოცავთ მოგებას მაგრამ უკმაყოფილო ვარ უჰრინითაც და ტრანსფერებიც რას გავს გუნდი შარშან ზესტაფონს 6-1 მოუგეს და დღეს ასე უსუსურად ითამაშეს

ხალხიც ცოტა იყო დღეს ბოლო დროს ასე ცოტა ხალხი არასდროს არ ყოფილა 2000 კაცი თუ იქნებოდა მარტო აუცრუვდა ხალხს გული სტიაუას შემდეგ ლიგის იმედად დადიოდა ჩემპიონატზეც თორემ ჩემპიონატი ბევრს საერთოდ არ აინტერესებს

23:49 | 11.08.2013
vasilich (1440)

ვის მოუგეთ 6-1. მწვრთნელის გარეშე დარჩენილ ნასესხები ავტობუსით ჩამოსულ მშიერ პატარა ბავშვებს???

გიმრავლოს ეგეთი გამარჯვებები!

23:39 | 11.08.2013
tornike_qochlaa (5528)

ტრაფერებზე იცი რამე?

23:44 | 11.08.2013
rekhvo63 (570)

შენ სხვას ეკითხები ძმა? იმ ინგლისელზე ხდება რამე?

23:46 | 11.08.2013
tornike_qochlaa (5528)

არ ვიცი ყველაფერი კი არ ვიცი აგერ ლადო მ უფრო მეტი იცის ჩემზე

23:35 | 11.08.2013
georgiano11 (579)

პსჟ-ბარსა- 15/3/1995

1ტაიმი
0?'>http://hotfile.com/dl/202216971/65fa371/1995_3_15_PsgvsBarcelona1ert.mp4.html':'>http://hotfile.com/dl/202216971/65fa371/1995_3_15_PsgvsBarcelona1ert.mp4.html'))
2ტაიმი
0?'>http://hotfile.com/dl/202216972/149c1dd/1995_3_15_PsgvsBarcelona2dot.mp4.html':'>http://hotfile.com/dl/202216972/149c1dd/1995_3_15_PsgvsBarcelona2dot.mp4.html'))

00:22 | 12.08.2013
რონალდო777 (4)

ვისთან ხარ?

23:34 | 11.08.2013
dinamotb1925 (1350)

მეორე ტაიმში 20 წუთი იყო სულ თამაში დანარჩენი ზანგის კოტრიალში და კვასხვაძის ბურთის შემოტანაში გავიდა

23:33 | 11.08.2013
dinamotb1925 (1350)

არაა გუნდი ფორმაში ძარია რამხელა ძალა ყოფილა ეხლა გამოჩნდა ცენტრს ვერ ვიჭერთ მაგის გარეშე

23:32 | 11.08.2013
IMGeorgian (130)

ასე თუ ითამაშა დინამომ, რბილად რომ ვთქვა ბურთს თავზე დაგვახევენ ინგლისელები...

00:21 | 12.08.2013
რონალდო777 (4)

აბა აბა

00:20 | 12.08.2013
რონალდო777 (4)

აბა აბა

23:30 | 11.08.2013
Baqari Grdzelishvili (1887)

რას ბლატაობს ბუბა და მისი ძმა ვიგაა?? ა

23:29 | 11.08.2013
Torres9 (12692)

აგინეთ ეხა ჩისკოს დინამოს ვაი ბალეშიკებო,ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.194218
სარეკლამო ადგილი - 99
X x X