ფეხბურთი

16:54 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილას”, “სიონს”, “მერანსა” და “კოლხეთს” ჯარიმები შეუმცირეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა, რომლის თავჯდომარე თამარ წერეთელია, გორის დილას”, ბოლნისის “სიონის”, მარტვილის “მერანისა” და ფოთის “კოლხეთს” სადისციპლინო კომიტეტის მიერ დაწესებული სანქციები შეუმსუბუქა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ფეხბურთის ფედერაციის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ აცნობა. 

მიმდინარე წლის 14 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საფეხბურთო კლუბები: ბოლნისის “სიონი” 25 ათასი ლარით, გორის “დილა” და “მერანი 23-23 ათასი ლარით, ხოლო რუსთავის “მეტალურგი” და ფოთის “კოლხეთი” 20-20 ათასი ლარით დააჯარიმა.

ასეთი სანქციები ხსენებულ კლუბებს სადისციპლინომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამართლიანობის სამსახურის შუამდგომლობის შემდეგ გამოუტანა. ამ შემთხვევაში სამართლიანობის სამსახურმა ანგარიში უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის საფუძველზე მოამზადა. კერძოდ, ეს მოიცავს 2010-2013 წლების პერიოდს. სადისციპლინო კომიტეტს კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტები, რომლებიც უეფას რეპორტში მოხვდებიან ორჯერ ან უფრო მეტჯერ, გამოძიების გარეშე დააჯარიმოს.

უეფას რეპორტში “მეტალურგი” და “კოლხეთი” მოხვდნენ სამ-სამჯერ, “დილა” და “მერანი” მოხვდნენ ოთხ-ოთხჯერ, ხოლო “სიონი” ხუთჯერ. ხუთივე კლუბმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა.

სააპელაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ “დილა”, “სიონი”, “მერანი” და “კოლხეთი” 10000-10000 ლარს გადაიხდიან. “მეტალურგის” შესახებ სააპელაციო კომიტეტი დასკვნას პარასკევს დადებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115284