პარასკევს, გორის „დილამ“ მოსამზადებელ ეტაპზე “თენგიზ ბურჯანაძე” ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ამის შესახებ, გორელთა ოფიცილური ვებგვერდი იუწყება.
პირველ სპარინგში, რომელიც დილის 11:00 საათზე გამართა, გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა და რეგიონალლიგის “იუსი ბესტის” 6:0 აჯობა.
განვლილ შეხვედრაში “დილამ” შემდეგი შემადგენლობა ითამაშა: ლეგაშვილი, გაბარაევი, ი. ლომიძე, წულაია, ვ. ხორგუაშვილი, პ. ხორგუაშვილი, გოგინაშვილი, წიქარიძე, სადაღაშვილი, გაბაშვილი, დიასამიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: დრიაევი, ნ. ნოზაძე, ვ. ლომიძე.
“დილადან” გოლები გაიტანეს: გაბაშვილი (2), სადაღაშვილი (2), წიქარიძე და ლ. ლომიძე.
მეორე ამხანაგურში “დილამ” პირველი ლიგის თბილისის “ზოოვეტს” 5:0 აჯობა. თბილისელთა წინააღმდეგ, გიორგი დევდარიანმა მოედანზე ასეთი შემადგენლობა გაიყვანა:
შეყრილაძე, ღონღაძე, კვახაძე, გაგნიძე, გურული, დოლიძე, გვალია, აბურჯანია, გორელიშვილი, ბოლქვაძე, მოდებაძე.
შეცვლაზე ითამაშეს: მაისურაძემ, ალადაშვილმა და ხიზანეიშვილმა.
“ზოოვეტთან” დუბლი ირაკლი მოდებაძემ შეასრულა. თითო გოლი ბოლქვაძემ (პენალტი), მაისურაძემ და გორელიშვილმა გაიტანეს.
30 ივნისს, “დილა” თურქეთში შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც 10 დღე ივარჯიშებს.