ფეხბურთი

21:42 | 22.07.2013 | ნანახია 3134 - ჯერ

“დილა“ ოლბორგს ესტუმრა და მასპინძელთა შეტევების მოლოდინშია

დღეს, გამთენიისას გორის “დილა“ უეფა-ს ევროპის ლიგის საპასუხო მატჩის ჩასატარებლად დანიაში, კერძოდ კი ქალაქ ოლბორგში გაემგზავრა. მოგეხსენებათ, პირველი მატჩი თბილისში “დილას“ გამარჯვებით (3:0) დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი ოლბორგის სტადიონ “ნორდისკე არენაზე“ ჩვენი დროით 22:15 საათზე დაიწყება.

“დილა” ქალაქის მახლობლად მდებარე სასტუმრო „Comwell Rebild Bakker”-ში დაბინავდა. დანიაში მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი რობერტ მალეკი იქნება.

გიორგი დევდარიანმა განმეორებითი მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

რევიშვილი, შეყრილაძე, ალადაშვილი, გურული, თომაშვილი, ხიზანეიშვილი, ღონღაძე, სადაღაშვილი, კობახიძე, გვალია, გაბარაევი, ბოლქვაძე, დოლიძე, გორელიშვილი, აბურჯანია, ილურიძე, მოდებაძე, ალექსიძე.

გამგზავრების წინ, მთავარ მწვრთნელს და რამოდენიმე ფეხბურთელს მომავალ მატჩთან დაკავშირებით, ჩვენი ვებ-გვერდისთვის მცირე კომენტარი ჩამოვართვით.

გიორგი დევდარიანი: “მომავალ დაპირისპირებაში ბრძოლას ველოდებით. ვიცით რომ შეგვიტევენ, ექნებათ გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერა და ამისთვის ჩვენ მზად ვართ“.

ნუკრი რევიშვილი: “თბილისის მატჩისგან განსხვავებით, აბსოლუტურად სხვა დაპირისპირება გველის. წარმომიდგენია, როგორ შემოგვიტევენ პირველივე წუთებიდან. საწყის წუთებში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ვფიქრობ, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდება“.

კახაბერ ალადაშვილი: “ძალიან რთული თამაში გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე, ეს ბარიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ“.

გიორგი გურული: “იქ აბსოლუტურად სხვა თამაშს ველით. პირველი შეხვედრის ანგარიში რა თქმა უნდა მისაღებია, მაგრამ იქაც ისეთი მობილიზებით გვმართებს მატჩის ჩატარება, როგორც თბილისურ დაპირისპირებაში. ვფიქრობთ, დასახულ ამოცანას მივაღწევთ“.

“დილას“ პრესსამსახური


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:46 | 23.07.2013
Kala94 (6114)

დილა მეორეც მოიგეთ რა !

11:59 | 23.07.2013
гура (947)

leo-dzia - ისიც კარგად გეცოდინება რომ არ უშვედენ არსად ჩვენ ლეგანდარულ ფეხბურთელებს. და არ არის საჭირო ჭკუის სწავლება, ზოგადად ფეხბურთელისთვის. შენი თავი ჩააყენე ასეთ სიტუაციაში, რა გირჩევნია სოფელში მშიერი სირბილი, თუ რუსეთ-უკრაინაში ნორმალურ პირობებში კარგ ხელფასზე? რა თქმა უნდა მეორე ვარიანტი. და დილა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე რო ითამაშებს, მერე არსად წავლენ, ფულიც იქნება და დონეც ამაღლდება! ანუ, გეყოფათ ჭკუის სწავლება რა, ქინქლაძე ხომ არაა დიდი ტალანტი რომ დავკარგოთ, უბრალო დონის ფეხბურთელებია, და მარტო თქვენზე(ბალელშიკებზე) ვერ იფიქრებენ!

13:33 | 23.07.2013
darael (188)

გეთანხმები! ღმერთმა ქნას ქართული კლუბები ისეთ დონეზე ავიდნენ რომ კარიერულადაც და ფინანსურადაც ფეხბურთელებს აქ ურჩევნოდეთ, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. არ უნდქათ ამ ფეხბურთელებს 6-7 თვიან გუნდებში ყოფნა (ნუ დილა სხვა თემაა სპონსორიც გამოუჩნდა) და აქ ურა–პატრიოტული ლოზუნგები და მოღალატეებად გამოცხადება ფეხბურთელების კარგს არაფერს მოგვიტანს!

11:12 | 23.07.2013
roberti (773)

me rom mkitxod,fexburteli romelic iset dros datovebs gunds,rogorshic exla dilaa,saqartvelos pirvelobaze agar unda daabrunon,iyvnen gazebshi.fulistvis am dros gundis mitoveba usindisobaa.

10:30 | 23.07.2013
braziliano84 (1301)

ჩვენი საყვარელი პირველი არხი არ აპირებს, ალბათ,თამაშის ჩვენებას ხო?

09:44 | 23.07.2013
gionat (2245)

ტოტალიზატორის ენუთ რომ ვთქვათ X2 ეს თამაში.

08:46 | 23.07.2013
belmondo (369)

წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო!!! დილაო, დილაო დელია თქვენ შემოგყურებთ ერია!!!

00:57 | 23.07.2013
temotem (588)

სასტავ ხვალეა ხო თამაში თუ ზეგ? ანუ 23ში თუ 24ში?

01:13 | 23.07.2013
Lucas B. (1294)

ხუთშაბათი, 25 ივლისი.
დრო: 22:15

23:40 | 22.07.2013
Baqari Grdzelishvili (1887)

წინ დილა დროა ჯგუფური დადოთ!!!

22:48 | 22.07.2013
დათუჩია123 (135)

დილა ფლეი-ოფში გავაა

22:53 | 22.07.2013
leo-dzia (5520)

დილა რომ გავა ეგ უეჭველია და დილაში რომ უფრო მეტი პერსპექტივაა ვიდრე გაზოვიკებში და ხუივიკებში და მაინც იქ გარბიან ჩვენი პერსპექტიული ფეხბურთელები მაგაშია საქმე ზუსტად...

22:47 | 22.07.2013
დათუჩია123 (135)

დილაააა

22:39 | 22.07.2013
leo-dzia (5520)

როდესაც ფულზე იწყებენ ლაპარაკს ყოველთვის მომყავს უდიდესი ქართველი ფეხბურთელების, მესხის, მეტრეველის, შენგელიას, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის, ხურცილავას და სხვების მაგალითი, მათი ვინაც შექმნეს ქართული ფეხბურთის ისტორია. რა იყო მათი მოტივაცია თამაშისას? ფული? მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მილიციელის ხელფასები ჰქონდათ? მათი მოტივაცია სპორტული ინტერესეი ხალხის პატივისცემა და სიყვარული იყო და იმიტომაც მიაღწიეს დიდ მიზნებს, ფეხბურთელობით არანაირი ფული არ უშოვიათ, მაგრამ სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს და მერე არც უფულოდ და მშივრები არ დარჩენილან... გაზოვიკში ნაშოვნი 50000 კი 2 წელიწადში გაქრება, არც ფეხბურთი დარჩება, არც სახელი და არც ღირსება... ასე რომ მართლა ცოტა წინ ვიყუროთ რა.... ჩემპიონატის ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ნაჯრების კანდიდატი მიდის გაზოვიკში და ვითომც არაფერი... სადამდე დავეცით ხალხო, სად ვართ გაჩხერილები ატყობთ???? არა რა, სანამ ჩვენ ფეხბურთელებში კეთილდღეობის სიყვარული აჯობებს სპორტულ ინტერესს არ გამოვა არეფრი ...

22:40 | 22.07.2013
leo-dzia (5520)

და როცა სპორტული ინტერესი აჯობებს კეთილდღეობისას და ფულისას აი სწორედ მაშინ მოვა რეალური კეთილდღეობაც ფულიც, წარმატებაც და ყველაფერიც!!!

22:47 | 22.07.2013
დათუჩია123 (135)

დილა გავა უეჭველიი

21:57 | 22.07.2013
Torres9 (12692)

თომაშვილზე ნუ დაგწყდებათ გული,არსებობს კვახაძე და ისე ჩაანაცვლებს თომაშვილს ვითომც არაფერი,წარმატებები გაზოვიკში

22:02 | 22.07.2013
leo-dzia (5520)

თორემ კვახაძეც დადგება და სხვებიც ჩაანაცვლებენ, შეუცვლელი არავინაა...

22:02 | 22.07.2013
leo-dzia (5520)

საწყენი ისაა რომ ნორმალური ფეხბურთელი თავს გაიბანძებს გაზოვიკით ) ეეეხ..

22:12 | 22.07.2013
anegdoti:kartveli-fexburteli (268)

აი მე ც მანდ ვარ ლეო ძია,ეგ ჩემთვის პირადად აღარაა ფეხბურთელი ძმაო და სადღაცას ვწერდი კიდე პოსტებს ამ შინაარსისას და გამამტყუნეს, ოჯახი ყავს შესანახი და რამეო... კაი რა ფულის ხამები არიან კარიერაზე არ ფიქრობენ,ქართულ ფეხბურთს ხო საერთოდ სულში აფურთხებენ...გაზოვიკში რო გადახვალ თავმოყვარე ფეხბურთელი,ნაკრების კანდიდატი, თან ისეთი ასაკი აქვს ეხლა პიკი უნდა ჰქონდეს კარიერული, არა ძმაო ეგ ფეხბურთელი არაა... ფულის გაკეთება თუ უნდოდა საპოჟნიკი გამოსულიო სჯობდა და ოჯახის შენახვა მასეც არის შესაძლებელი... მოკლედ გული მწყდება რა... რავი წარმატებები ვუსურვოთ მაგ ფეხბურთელს კიარადა არ ვიცი რა ვუწოდო... იმედია იცის რას აკეთებს და თავს არ იღუპავს... დაიღუპა პრინციპში უკვე

21:49 | 22.07.2013
რაჭა (10043)

მე მგონია, მადაც მოუგებენ...დანიელები პირველი წუთებიდან დიდი ძალებით შეუტევენ...კონტრშეტევაზე მათი დაჭერა დილას რომ შეუძლია ვაკეში უკვე დაამტკიცა

21:49 | 22.07.2013
Torres9 (12692)

მიდით ბიჭებო ძალიან დაძაბული 90 წუთი გვეოდება წინ პირველი ტაიმი უნდა გავძლოთ და მეორეში იქეთ გავუტანთ დარწმუნებული ვარ,აბა თქვენ იცით

21:48 | 22.07.2013
ბუკუკი (261)

აიი თომაშკაა სადა არსად წასულა ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით წარმატებები დილას

21:50 | 22.07.2013
Hotshot (156)

100% წავიდა ,ეს ბოლო თამაში იქნება,გაზოვიკში გადავიდა

22:09 | 22.07.2013
ბუკუკი (261)

ტრანსფერ მარკეტზეც წერია მარა ვბახოთ იქნებ არ გამართლდეს

21:46 | 22.07.2013
rossoverde (283)

ბიჭებო ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სწრაფ გოლს და იმედია პირველი 10-15 წუთი მშვიდობიანად ჩაივლის.

21:45 | 22.07.2013
giviko1996 (546)

წარმატებებიიიიიიიიიიი!!!!!

0.067907