ფეხბურთი

2:02 | 2.08.2013 | ნანახია 10933 - ჯერ

"დილა" დარიანი და დევდარიანი

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა გორის "დილამ" ევროტურნირებზე ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა გოლგაუშვებლად. "დილამ" მოიგო იქ, სადაც ზოგიერთ საშუალო დონის ევროპულ გუნდს ფეხები უკანკალებს "ტორსიდას" გადამკიდე; გავა წლები და ბევრს არ გაახსენდება "ჰაიდუკის" ფეხბურთელთა დღევანდელი ახალგაზრდული ასაკი, აი, ისტორიაში კი ჩაიწერება, რომ საქართველოს ერთი პატარა ქალაქის გუნდმა ყოფილი იუგოსლავიის ერთ-ერთ ტიტულოვან, სახელიან და ბევრი ვარსკვლავის აღმზრდელ კლუბს მისსავე სტადიონზე მოუგო.

გიორგი დევდარიანი! სწორედ ის გახლდათ ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი. "დილას" მეტოქესთან სათამაშო უპირატესობა არ ჰქონია, მაგრამ ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, სათამაშო დისციპლინა, დაზღვევები, შეტევიდან დაცვაში სწრაფად ჩამოსვლა და პირიქით. იმას არ ვამბობთ, თითქოს "დილა" ამ ყველაფერს ხუთიანზე აკეთებდა, მაგრამ რა რესურსიც აქვს, იმის კვალობაზე კარგი იყო.

24-ე წუთზე გავიდა ერთადერთი გოლი: მარჯვნიდან შეტევისას კახა ალადაშვილმა ერთი შეხებით გააყოლა ბურთი თემურ ღონღაძეს, რომელმაც აჩორკნილ მიწაზე შესძლო ბურთის შენარჩუნება, თავით ოდნავ წინ გაიგდო და შემდეგ ფეხით შეაგორა მეკარის ბაქანთან, სადაც გიორგი ილურიძემ ვარდნაში გაიტანა - 0:1.

ტაიმის ბოლოს ხორვატებმა მძლავრად შეუტიეს: ოთარ ხიზანეიშვილმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი ანდრიაშევიჩის დარტყმის შემდეგ; თიტქმის პირისპირ დარჩენილმა ვრშაევიჩმა ძალიან ცუდად დაარტყა და ლამის აუტზე გადააგდო ბურთი; ჩაკტაშმა შორიდან ხარიხას მოარტყა... მოკლედ, "დილა" გადარჩა, სამაგიეროდ, ერთ მომენტში წინ ილურიძის ბრწყინვალე ფინტისა და პასის შემდეგ ალადაშვილს ცოტა რომ არ დაეხანებინა, "დილა" სხვაობას გაზრდიდა.

მეორე ნახევარში კიდევ უფრო გააძლიერეს შეტევები ხორვატებმა და კუთხურს კუთხური მოსდევდა. ნუკრი რევიშვილს რამდენჯერმე მოუწია თამაშში სერიოზულად ჩართვა, იღებდა შორიდან დარტყმულებსაც, მაგრამ 86-ე წუთზე, როგორც იტყვიან, "მკვდარი ბურთი" მოიგერია: კიშის თავური.

რევიშვილი - რუსეთში ამდენთვიანი უთამაშებლობის მიუხედავად, თავადაც ხედავთ, როგორ ფორმაში შევიდა. მისი სიმშვიდე გუნდსაც გადაედო.

"ჰაიდუკი" 65-ე წუთზე 10 კაცით დარჩა, რადგან იოზინოვიჩმა მეორე ყვითელი მიიღო (ჯერ დოლიძე, მერე გორელიშვილი წააქცია) და "დილას" ცოტა ხნით სივრცე გაეხსნა, თუმცა მსაჯმა 7 წუთში ხიზანეიშვილს მისცა მეორე გაფრთხილება და 10/10-ზე დატოვა გუნდები.

ისევე როგორც "ოლბორგთან" მატჩებში, ცენტრში დიდი სამუშაო გასწია ლაშა გვალიამ. დავით ბოლქვაძეს ფიზიკურად გაუჭირდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში საჭირო ჯარიმებს "ჰკიდებდა" ხორვატებს და გუნდი ამოასუნთქა. "დილა" მწვავე კონტრშეტევებს უფრო მარჯვნიდან მიმართავდა, სადაც ალადაშვილი და ღონღაძე იდგნენ.

და ირაკლი მოდებაძეზე ვთქვათ, რომელიც ტრავმირებული გახლდათ და გუშინდელი ინფორმაციით, თამაშს ვერ შესძლებდა. ირაკლის ოდნავ ეტყობოდა, რომ სასურველ კონდიციებში ვერ იყო, თუმცა ბოლო წუთებში ბევრი იბრძოლა და დროც მოიგო - მცველებს თამამად წინ წასვლის საშუალებას არ აძლევდა.

"დილას" სივრცე რამდენჯერმე მიეცა, მაგრამ ხორვატები მაშინვე უხეშობას იწყებდნენ. ეს 18-22 წლის ბიჭები რამდენჯერმე პროვოკაციაზე წავიდნენ და აქ გამოჩნდა "დილას" მოთმინება - ერთხელ, 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც კი არ აჰყოლიან მეტოქეს! 

წინ კი საპასუხო მატჩია და მგონი, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯერ არაფერი მორჩენილა. ეიფორიის არანაირი საბაბი არ არსებობს - მხოლოდ ერთი ნაბიჯია გადადგმული.                                           

 

ევროპის ლიგა. III საკვალიფიკაციო. ეტაპი. I მატჩი.

1.08. 23:00. სპლიტი. "პოლიუდი". 28700 მაყურებელი

"ჰაიდუკი"-"დილა" 0:1 (0:1)

ჰაიდუკი: კალინიჩი, მიკანოვიჩი, მილოვიჩი, ვრშაიევიჩი, იოზინოვიჩი, მალოჩა, პაშალიჩი (ბენცუნი 87), ანდრიაშევიჩი (კიში 46), ჩაკტაში, სუშიჩი (მუიანი 87), მაგლიცა. 

მწვრთნელი: იგორ ტუდორი.

დილა: რევიშვილი, თემურ ღონღაძე, თომაშვილი, ხიზანეიშვილი, გიორგი გურული, მამუკა კობახიძე, დავით ბოლქვაძე (აბურჯანია 88), გვალია, ალადაშვილი (გორელიშვილი 62), დოლიძე (მოდებაძე 66), ილურიძე.  

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

გოლი: 0:1 ილურიძე (24).

გაფრთხილება: მაგლიცა (37), იოზინოვიჩი (47, 65), ხიზანეიშვილი (50, 72), მუიანი (90), გორელიშვილი (90+1).

გაძევება: იოზინოვიჩი (65), ხიზანეიშვილი (72).

მსაჯი: შიმეულოვიჩი (ისრაელი).


კომენტარები (116)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:01 | 03.08.2013
raul (1386)

ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და სიხარულს, გორის დილა დღესდღეობით ტექნიკურ, შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. გილოცავთ გორელებო და დილას ყველა გულშემატკივარს ამ დიდ სიხარულსა და გამარჯვებას. ევროსარბიელზე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქართული კლუბი გამოვა, მე ყველა ქართული კლუბის გულშემატკივარი ვარ ევროსარბიელზე, ეროვნულ ჩემპიონატზე კი რადგან დინამო ბათუმი წელს არ თამაშობს, ისევ ზესტაფონის გულშემატკივარი ვიქნები.
წარმატებები გორის დილას, დევდარიანს და ყველა ფეხბურთელს, იმედია თბილისში უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ.

23:28 | 02.08.2013
birtvela (43)

mtavari shedegia da ara tamashi,magram ra jobia imas lamazat ro tamashob da tan ro igeb magram jer shedegs miaxwion qartulma gundebma da mere itamashon lamazi fegburti.dzalian bevrs ar siamovnebs dilas warmatebuli tamashi mara ra unda qnan gaskdnen projze.me rustaveli da metalurgis fani var mara roca evro turniria yvela qartulimn gundis fani var,midit bijebo erti nabiji dagchat tqven imsaxurebt magas

22:00 | 02.08.2013
ნიორაძე (301)

კაი თამასი იყო პროსტა კონტრაზე არ მიდოდნენ თამამად მომენტებს რაც შეეხება ანალოგიურ სიტყვაციაში რო დილამ წააგოს და ბევრი მომენტი ქონდეს ზოგი იტყვის მთავარი შედეგია ეხლა ეს ტამაში იყო შედიგიდან გამომდინარე აქ ცოტა უფრო აგრესია კონტრაზე და ეგაა რაა

20:25 | 02.08.2013
temotem (588)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

20:06 | 02.08.2013
skamirani (23)

ალადაშვილმა ოლბორგთან ორივე თამაშში მიიღო ყვითელი ბარათი და წესით ჰაიდუკთან უნდა გამოეტოვებინა თამაში და რა მოხდა იცის ვინმემ გაუნულდა ბარათები თუ გაიზარდა ბარათების რაოდენობა? რაიმე პრობლემა არ შეექმნას ამის გამო დილას

22:06 | 02.08.2013
სავაშა__ (6590)

ახალი წესებით 3 ყვითელზე ტოვებს შემდეგ მატჩს როგორც მე ვიცი , მხოლოდ ეს წესი მარტო საკვალიფიკაციოზე... ჯგუფურ ეტაპზე უკვე 2 ყვითელზე იქნება )

18:28 | 02.08.2013
mandarona-1 (39)

დილამ დინამოსგან მოკლული ჩვენი გულები გააცოცხლა და არ გვინდა ბიჭებო მწვრთნელზე და ფეხბურთელებზე რაიმე ცუდის თქმა!!! ასე იყო თუ ისე იყო გუნდა მოიგო და დიდი შანსია ეს ეტაპიც რომ დაძლიოს, მეტი რა გვინდა?! ასე ეთამაშა დინამოსაც და მოეგო!...

16:22 | 02.08.2013
Z.LO (802)

კარგი ის არის, რომ თამაში არავის გაახსენდება, ანგარიში არ იშლება, სარეიტიგო ქულებსაც მაგრად შეეშველება. დილას თუ მეტი არ შეუძლია, რა გვინდა პლეი-ოფში და აქ თამაშზე უფრო მეტი თავდადება, თორემ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს.

16:17 | 02.08.2013
Z.LO (802)

დილას მოგება მაგრად გამიხარდა, გორელი ვარ და საქართველოს ჩემპიონატში დილას ვგულშემატკივრობ, მაგრამ ჩემი აზრით ჰაიდუკმა აჯობა დილას. აქ მაგარი დაძაბული თამაში იქნება, როგორც იქ ითამაშა დილამ, აქ ასეთი თამაშით შანსი არ გვაქს. მარტო ანგარიშს ნუ უყურებთ, თამაშით გვჯაბნიან. კარში ორი დარტყმა ძალიან ცოტაა ცხრამეტის წილ. მაგრა გვიმართლებდა. არ დამიწყოთ მწვრთვნელმა დაცვაში ჩაჯდომა უთხრაო, კი არ უთხრა - ჩაგვსვეს. ჩვენს საჯარიმოში თავისუფლად დასეირნობდნენ, ხარიხა, კარის ხაზიდან გამოტანა, მინდორს თუ ვაბრალებთ, იმათთვისაც ცუდი მინდორი იყო.

14:57 | 02.08.2013
akhali (10761)

საღორ!ბრავო!დევდარიანი!დილა!ძლივს არ გავიხარეთ ???და ისევ დილამ გაგვახარა!!!

13:47 | 02.08.2013
lelo2015 (613)

რა დილა გათენდა .

მადლობა ბიჭებს და მწრთვნელს

13:37 | 02.08.2013
Kala94 (6114)

ბრავო დილას !

13:35 | 02.08.2013
bck-100 (95)

მაგრად გამიხარდა დილას ეს წარმატება.. დევდარიანი დიდი ხანია მევასება, ძალიან კარგი მწვრთნელია.. მართალია თამაშს სრულად ვერ ვუყურე, მაგრამ რევიშვილმა კარგად ითამაშა.. წარმატებები დილას

13:35 | 02.08.2013
festina (2659)

როგორ ვიცით ქართველებმა უცებ ჰაერში აყვანა კაცის და მერე დამარცხება!მახსოვს აქაური პოსტები როცა დინამოდან დევდარიანი დაითხოვეს როგორი უცოდინარი და არაფრისმქნელი იყო დევდარიანი და ეხლა ყველაზე მაგარია ხო?ან ღმერთმა ნუ ქნას და დილამ რო წააგოს განმეორებითი შეხვედრა დევდარიანზე ცუდი მწვრთნელი საქართველოში არ იქნება ხო?
პ.ს. ნუ იცით ეგრე უცებ ადამიანის გაფეტიშება თორე მერე შეცდომას აღარ ვპატიობთ და ეგაა ყველაზე ცუდი

14:59 | 02.08.2013
shotamessi10 (5632)

ჩისკოზეც ეგრე არ იყო? მაგარი კაციაო ესაო ისაო და ახლა ნახევარი თბილისი მაგას აგინებს

13:27 | 02.08.2013
temotem (588)

კაროჩე
დევდო ძაან მაგარი მწვრთნელია.
ჩემი აზრით გეგუჩაძე და დევდარიანი
ყველას ჯობიან საქართველოში.
ქეცბაია და დუშანა ბევრს კი ბლატაობენ მარა ჩემი ფეხები. ქეცბაია ავად არის იმენა ნერვების ამბავში, დუშანა კიდე ბლატაობდა ერთ გოლს თუ გაგვიტანენ ჩვენ ორს გავუტანთო, მარა აქაც ჩემი ფეხები. მწვრთნელი ცოტა მოკრძალებულიც უნდა იყოს. დევდარიანი ასეთ რამეს არასოდეს არ იტყვის და არც უთქვამს. დაჟე ათჯერ გამეზარდა პატივისცემა როცა ობორგს 3-0 მოვუგეთ და დევდარიანმა თქვა ასეთ შედეგს არ ველოდიო. ჟურნალისტი ეკითხება იცოდით რომ ასეთი ანგარიშით მოიგებდითო? ეგ რომ მცოდნოდა აქ კი არ ვიჯდებოდითო დევდომ. სხვა მაგის ადგილზე რომ ყოფილიყო დაიწყებდა ლაყბობას, ვგეგმავდით და ველოდით და ტაქტიკურად გავთვალე და ეს ვარ და ის ვარ.

დევდო შემოგევლე შენ მე! კაი კაცი რომ ხარ ჯერ პირველ რიგში მაგიტო და მერე კაი მწვრთნელი რომ ხარ.

წარმატებები დილას!

დილაო ჰე! დილაო ჰე!

წინ!

19:17 | 02.08.2013
jona100 (60)

აბსოლიტურად გეთანხმები!!!
დილაო ჰე!..

13:12 | 02.08.2013
ბაბუ (11760)

ვულოცავ დილას გამარჯვებას, ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებულია ახლა სახლში მშვიდი თამაშია საჭირო და პლეიოფშია გუნდი.
უნდა ავღნიშნო ქართული სენი, სწორ ადგილზე ბარათების აკიდება, როფის მოეღება ამას ბოლო,აი მაშინ ნამდვილად დიდ წარმატებას მივაღწევთ, ებრაელმა მსაჯმა კაცურად იმსაჯა,მინდა მადლობა ვუთხრა.

13:09 | 02.08.2013
Manchester faithful (1168)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:07 | 02.08.2013
ZESTA.LIVERPOOL.FAN (226)

ხიზანიშვილს მე ვაჯობებ დავამტვრევ მაინც ვინმეს ! ისე ეგ და სეთურიძე უნდა იყვნენ ერთ გუნდში გაუვალს გახდიან დაცვას!

13:06 | 02.08.2013
Manchester faithful (1168)

ქეცბაია სუსტია დევდარინაი რომ იყო ნახეთ რა ფეხბურთს ათამაშებდა

13:05 | 02.08.2013
Manchester faithful (1168)

ან ხიზანეიშვილი გამოიძახოს ხიზანიშვილის არ ჯობია

13:05 | 02.08.2013
Manchester faithful (1168)

დევდარიანმა ესე თუ გააგრძელა დიდ გუნდებში მოხვდება დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა

13:04 | 02.08.2013
ZESTA.LIVERPOOL.FAN (226)

კობახიძე ათამაშოს ქეცბაიამ ნაკრებში რომელი ყავს უკეთესი დირკა ხიზანიშვილი?

12:57 | 02.08.2013
Manchester faithful (1168)

აქედან ვერავის გამოვარჩევ

12:55 | 02.08.2013
Manchester faithful (1168)

ილურიძე გორელიშვილი გვალია აბურჯანია ორივე ჭანტურია არაბული წილოსანი ჯიქია კაჭარავა სამუშია ენდელაძე აბურჯანია ჰუფანგელი ფანცულაია მარკოზაშვილი საქართველოს მომავალი მტყ1232ვნელი სასტავი

12:52 | 02.08.2013
Manchester faithful (1168)

რა ვუთხარი ტყავაძე ძAლიან სუსტია რატო არ დაიტოვა გუნდშI ხიზანეიშვილი რომელი მცელი ჯობია მაგას ან კიდევ რატო ვერ დაიმატა ვინემ კაი ნახევარ მცველი რამდენი ნიჭიერია დაემატებინა ბრაზილიიდან ესპანეთიდან ძალიან სუსტია უნდა გაუშვას ფიფიამ მაგას ისიანი დ ბურდული 10 თავით ჯობია

12:49 | 02.08.2013
koshora (95)

chicharito.xizanishvils ra ar jobia tomashvili?

12:48 | 02.08.2013
shebe (2082)

xarakirii.. ძმა დინამო დინამოა და ეგ სხვა დონე უნდა იყოს სუ სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ძველი დიდება აქ და მეტი არფელი. რაც შეეხბა ჩისკოს პენალს რომც გაეტანა კი შეილება ამ კონკრეტულ მატჩზე მოეხდინა რამე გავლენა ზოგადათ კი ვერაფელს გადაწყვეტა. როვცა ეგეთი დონის დონის გუნდი ხვდება შანსი რო გქონდეს უნდა გაძლირდე არა გოგათი და ვოუთი გაცილებით ძლირეი ფეხბურთელებით მაგრამ დინამო იგივეს აგძელებს და არა მგონია ფიფია სულელი იყოს და ვერ ხვდებოდეს რო ამ გუნდით ლიგაზე მოხვედრა შეუძლებელია

13:02 | 02.08.2013
dato87 (1590)

თბილისელი ვარ და დინამოს ვბალეშიკობ თუმცა ვფიქრობ რომ დილა დღეს უფრო დალაგებულ-ლამაზ და ქართულ ფეხბურთს თამაშობს და ამ გუნდა თავისი თამაშით თავი შემაყვარა,დინამოში დიდი ცვლილებებია საჭირო და ნახევარი გუნდი გასაყრელია და ბანძი ლეგიონერების ჩამოყვანას ისევ ქართველი ახაგაზდები ჯობიან !

12:37 | 02.08.2013
dato87 (1590)

ეხლა ყველაზე კაი იქნება რო დევდარიანი და ეს ბიჭები უეჭველი უნდა დარჩენ გუნდში და ბიუჯეტი რო გაუზარდო 10მილინამდე მაგარ გუნდ დააყენებდნენ,მარა ქვეყანაში ისეთი კირიზისია ეჭვი მეპარება

12:34 | 02.08.2013
Buratino (3505)

სულით და გულით ვულოცავ გორელებს და სრულიად საქართველოს "დილა"-ს გუშინდელ გამარჯვებას!
ყოჩაღ დევდარიანს და მის ბიჭებს! მადლობა მათ ჩვენი გახარებისთვის!
იმავდროულად მინდა იმ კრიტიკოსებს ვუპასუხო, ვინც თვლის რომ "დინამო"-მ ჟილკა დააკლო ან უსახურად ითამაშა. მეგობრებო, გთხოვთ გაითალისწინოთ რომ ახლანდელი "სტიაუა" და "ჰაიდუკი"
დაახლოებით ისე განსხვავდებიან თავიანთი დონით როგორც მაგალითად "რეალი" და "ოსასუნა".
აქედან გამომდინარე, მე თავიდანვე არ გამაჩნდა ილუზიები (თუმცა იმედი მაინც მქონდა) რომ "დინამო" გადალახავდა "სტიაუა"-ს ბარიერს. აი, გორის "დილა" რომ ჯამში "ჰაიდუკს" დაძლევდა, დარწმუნებით მჯეროდა. მართალი გითხრათ, სპლიტში უფრო არწაგების ან გოლის გატანის სურვილი მქონდა და ახლა ათჯერ გახარებული ვარ რომ მოვიგეთ, მაგრამ იგივე კრიტერიუმებით "დინამო-სტიაუა"-ს განხილვა არამართებულად მიმაჩნია. ვისაც არ უნდა ეს აზრი გაიზიაროს, შემიძლია კონკრეტული არგუმენტებით დავუსაბუთო

12:32 | 02.08.2013
JUVE 1 (1514)

რევიშვილი ღონღაძა თომაშვილი გურული და ილურიძე ნაკრების სასტავში, გვალია გორელიშვილი მოდებაძე და კობახიძე განაცხადში

12:29 | 02.08.2013
მესი (2168)

ილურიძე მაგარი ფეხბურთელი გაიზრდება...
ნაკრებში უნდა დაუძახონ წესით...
დილააააა საღოოოოოლ...
აქაც უნდა მოიგონ....

12:29 | 02.08.2013
dato87 (1590)

ისე ფლეიოფში 2 გუნდი გვეყოლება და 1 მაინც არ გაუმართლებს კენჭისყრაში ?

12:28 | 02.08.2013
shebe (2082)

xarakirii.. მე სიმართლეს ვამბოდი და არ დავფრინავდი ზოგ ზოგიერთივით. მჯეროდა ის რო თანაბრად ვეთამაშებოდით თორე ამ შემადგენლობით სტიაუს გაგდება ზღაპარს გავდა ადრეც ვთქვი და ეხაც ვამბობ შანსი გვქონდა ის რო ბურთი მრგვალია და ყველაფერი ხდება. ცოტა მაინც გაძლირდენ ეხა რო ევრო ლიგაზე შანსი გვქონდეს

12:32 | 02.08.2013
ხარაკირი (7091)

არ მინდა გახსენება მაგრამ პენლის მერე ტამაშის სურათი შეიცვალა ქართველების მინუსია გ სანაკრებოშიც და საკლუბოშიც რაგაც თუ ვერ გამოუვიდათ ვსო ერთი თუ აიბურდენ მერე ვეღარ ლაგდებიან ის რო გასულიყო მერე გენახა შენ მერე უკვე ხოდზე მოვიდოდენ და მაგ თამაშშს სასურველ შედეგამდე მიყვანდენ მოკლედ ჩისკოც ადამიანია რა... მაგრამ ეგეთ დროს როცა სუსტ გუნდში თამაშობ შედარებით შენი კარიერიდან გამომდინარე და გუნდი ლიგაზე ოცნებობს არ შეილება ეგეთ დროს უმტყუნო .... მაგრამ მაინც ყველას ჯობია პაქტია ეგ პენლის ეპიზოდიც თვითონ შექმნა კაცმა ...

12:28 | 02.08.2013
dato87 (1590)

საღოლ დილას და დევდარიანს!
ლამაზი ქართული ფეხბურთი დაპლიუს წარმატება იდეალურია ესე გააგრძელეთ

12:24 | 02.08.2013
romajembajemba (30)

ხოდა ახლა თავში არ უინდა აუვარდეთ და არ უნდა იფიქრონ რომ ყველაფერი მორჩა, ისინი თბილისშიც მაგარს იბრძოლებენ და დამიჯერეთ, 8-ში გაცილებით დიდი ომი იქნება

12:29 | 02.08.2013
ხარაკირი (7091)

1-0 თავში ავარდნის საშუალებას არ იძლევა წაგებ დ ვსო იციან ეგ ბიჭებმა ნახევარზე მეტი საქმე გაკეთეს უკვე იქ აქ კი უნდა დაბოლოვონ მოგებაზე არ ვიტყოდი უარს მაგრამ 0-0 მისაღები იქნება თბილიში ჩემთვის.. )

12:23 | 02.08.2013
shebe (2082)

xarakirii.. როგორც გინდა ისე ცვალე ძმა შემადგენლობა დინამოსი ახლოსაც არა ევროპულ დონესთან და ძაან გამიკვირდა რო გაძლირდეა გუნდი ეგ სერიუზულ კითხვებს ბადებს. მოდებაძე დვალსაც ჯობია და ვოუსაც და შენ თუ გონის დინამო ჩვენს ჩემპს ადვლილად მოიგებს ძაან ცდები თუ მოიგო ჯერ ეჰ არა და როგორ მჯეროდა რო თანაბრად მაინც ვეთამაშებოდით

12:25 | 02.08.2013
ხარაკირი (7091)

რა გჯეროდა სულ იძახოდი შანსი არ გვაქვსო ) მახსოვს შენი კომენტარები ) ვნახოთ მალეა დინამოს და დილას თამაში გამოჩდება შავი და თეთრი ))

12:22 | 02.08.2013
romajembajemba (30)

ისე თუ აშენებდნე ახალ სტადიონს გორში, ბარემ ისეთი გაეკეთებინათ, რომ საერთაშორისო თამაშების მასპინძლობა შეძლებოდა. საცოდაობა არაა ასეთ თამაშს სხვა ქალაქში ატარებს. და ისე ეს ქვეყანაა?! ბათუმს, ფოთს, რუსთავს, ლანჩხუთს, სამტრედიას, ბორჯომს, ხაშურს და კიდევ ერთ ორ ასეთ ქალაქს როგორ არ უნდა ქონდეს საერთაშორისო დონის სტადიონოი, ამაზე მეტი და კარგი რა გაკეთდებოდა ქვეყანაში?!

12:14 | 02.08.2013
ჭალატყე (343)

მაგარი მწრთნელია დევდარიანი, კარგი ტაქტიკა შეარჩია. ბიჭებმაც კარგად შეასრულეს მწვრთნელის დავალებები.

12:17 | 02.08.2013
resident (840)

ზუსტია მთავარია ფეხბურთელმა შეგისრულოს ნათქვამი, დილამ იდეალურად გააკეთა და მეორე გოლიც რომ მიეყოლებინა მომენტი იყო კიდეც უკვე დიდი ანგარიშით მოიგებდნენ მაგრამ რაც არი არი ესეც არაა ცუდი.

11:57 | 02.08.2013
tomuri (1422)

დინამოს თამაშში ვერც ჟილკა დავინახე , ვერც ორგანიზებულობა და ვერც აზრიანი თამაში...აი დილამ კი აზრიანი თამაში აჩვენა, ბურთს უუაზროდ არ იგერიებდნენე, დაცვიდან თავდასხმაში მოკლე პასებით და სწრაფად გადადიოდნენ, იბრძოდნენ ყველა ბურთისთვის, ორგანიზებულობაც და სათამაშო დისციპლინაც ეტყობოდათ,იდეალური არა მაგრამ რიისი დონეც ქონდათ, ეს თამაში რომ წაეგო დილას მე მაგალიტად გული არ დამწყდებოდა ისეთი კარგი თამაში და ბრძოლა აჩვენა გუნდმა.

12:15 | 02.08.2013
resident (840)

მე ჟილკაზე დამწყდა გული თორემ გააზრებული კი თამაშობდნენ მომენტს ელოდნენ და გოლის გაშვება არ უნდოდათ მაგრამ პენალტი რო ვერ შეაგდეს მერე მართლა მთლად წახდნენ ეუხეშათ მაინც მერე გოლი აღარ უნდა გაეშვათ ყველა ხერხით უნდა შეეჩერებინათ სტიაუა თუ რაღაც ჩემი ყ . ეაა

11:57 | 02.08.2013
დროგბა (16450)

ეხლა დინამოს ჯერია სასწაული უნდა მოახდინოს უნდა მოიკლან თავები და სასურველ ანგარიშს მიაღწიონ 1-3 მშვენიერია ერტხელ მაინც დააყენოს დინამომ ვუო ძირითადში და მის დაბლა ჩისკო რა მოხდება დვალი უნდა იყოს ისევ ასნავნოიში?(

12:16 | 02.08.2013
ხარაკირი (7091)

4-1-2-3

12:11 | 02.08.2013
ხარაკირი (7091)

გილოცავ დროგბა... წინ ვოუ უკნიდან დვალი მარცხნიდან ხისკო მარჯვნიდან გოგა გამთამაშებლად მერება და გრიგალა უკნიდან ძარია

11:53 | 02.08.2013
ხარაკირი (7091)

ისე გუშინ თამაშშს რო უყურებდი შევნიშნე ხორვატიაშიც ტოვებდა ხალხი ტდიონს დახლოებით 10 წუთით ადრე ესე მეოთხმოცე წუთი იქნებოდა....

მეტის ნახვა
0.06295