ფეხბურთი

14:00 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” ავსტრიაში მოდებაძის გარეშე და ალექსიძესთან ერთად

გორის “დილა” ავსტრიაში თავდამსხელ ირაკლი მოდებაძის გარეშე გაემგზავრა. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება.

მოდებაძეს ტრავმა აქვს და ამიტომ, საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ტურში თბილისის “დინამოსთან” საშინაო მატჩშიც არ უთამაშია. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთადაა რატი ალექსიძე.

“დილას” ავსტრიაში ჩარტერული რეისით გამგზავრების საშუალება არ ჰქონდა და 19 აგვისტოს, მიუნხენის გავლით ვენაში ჩავიდა. გორელები ვენის სიახლოვეს სასტუმრო “ვიენტალში” დაბანაკდნენ. ორშაბათ საღამოს გიორგი დევდარიანმა გუნდი მსუბუქად ავარჯიშა.

22 აგვისტოს, ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში, “რაპიდი” “დილას” გერჰარდ ჰანაპის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება და მას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” პირდაპირი ეთერით გადასცემს.

აქვე გეტყვით, რომ “დილა” ავსტრიიდან 24 აგვისტოს ბრუნდება, ხოლო 25-ში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ტურში ქუთაისის “ტოპრედოსთან” სტუმრად დაპირისპირება მოუწევს. კლუბები მატჩის გადადებაზე შეთანხმდნენ, რის შესახებ, “დილას” დირექტორმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილობით აცნობა და თხოვა, რომ ხსენებული თამაში კალენდარში სხვა დროს ჩასვან.

ამის შესახებ ვერდიქტს აღმასკომი გამოიტანს, რომელიც 21 აგვისტოს შეიკრიბება.

 

0.115592