ფეხბურთი

16:58 | 9.12.2013 | ნანახია 1080 - ჯერ

დიეგო “სანტოსს” შეუთანხმდა

ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო რიბას და კუანია კარიერის მშობლიურ “სანტოსში” გაგრძელებას დათანხმდა.

28 წლის ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია “ვოლფსბურგის” დატოვება უნდა, მაგრამ ან თავად ვერ ახერხებდა პოტენციურ კლუბთან შეთანხმებას და ანაც გერმანულ კლუბს არ აწყობდა სატრანსფერო შეთავაზება.

ESPN-ის ცნობით, დიეგომ “სანტოსთან” პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება უკვე მოახერხა და მშობლიურ კლუბში დაბრუნების შანსებიც ერთი-ორად გაიზარდა. საქმე ისაა, რომ ბრაზილიელს გერმანულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და “მგლებს” მისი უსასყიდლოდ დაკარგვა არ უნდათ, ეს კი, მათ იანვარში ნებისმიერ წინადადებაზე დათანხმებას აიძულებს.

დიეგომ “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში წელს 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:52 | 09.12.2013
fergie (1204)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

20:26 | 09.12.2013
the mentalist (22583)

რა დროს ბრაზილიაა,აუ ეს ვერაა რაDატლეტიკოს უნდოდა და სად მიდის ნახეD:

17:52 | 09.12.2013
სავაშა__ (6590)

28 წლის ასაკში რატომ მიდიან ბრაზილიაში სათამაშოდ. უბრალოდ არ მესმის )

17:38 | 09.12.2013
a.reversi (9540)

არადა ატლეტიკოში უკეთესი იქნებოდა
ამას მართლა უნდა ეთამაშა ფეხბურთი სამწუხაროა რომ ვერ ითამაშა

17:22 | 09.12.2013
fanatic (1105)

მგლებს ამის წასვლით დიდი არაფერი დააკლდებათ, ამის გარეშე უკეთ თამაშობენ.. 1-2 მაღალი კლასის მოთამაშე და მეოთზე ადგილზე თავისუფლად გავლენ )

17:13 | 09.12.2013
ჯესი (26029)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:16 | 09.12.2013
lasha147 (6103)

ბრაზილიელები ესე რატომ გეზიზღება?

17:19 | 09.12.2013
ჯესი (26029)

დარჩა ვინმე? ვინც არ მკითხა ეს? არ მევასებიან უბრალოდ, ტინგიცა ხალხია, ორი სეზონი ითამაშებენ რაღაცას, გააკეთებენ ერთ-ორ ფინტს, იშოვიან ფულს და მერე კიდიათ ფეხბურთი

ეხლა, რო გააპიარეს ვაფშე შემაზიზღეს, ესპანეთზე ძლიერი ნაკრები გახადეს ერთი მოგებით

17:12 | 09.12.2013
Lucky Luciano (3296)

დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა ამ კაცს

17:02 | 09.12.2013
chamilo (33560)

ატლეტიკოში წასულიყო ჯობდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065743
სარეკლამო ადგილი - 99
X x X