ფეხბურთი

13:52 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დროგბა “ოქროს ტერფს” მიიღებს

თურქეთის “გალათასარაისა” და კოტ’დივუარის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს დიდიე დროგბას ხუთშაბათს “ოქროს ტერფს” გადასცემენ. ამის შესახებ Voetbal Krant-ი იუწყება.

აფრიკელ ფორვარდს მონაკოში დააჯილდოვებენ და ცერემონიას პრინცი ალბერტ II დაესწრება. “ოქროს ტერფი” 28 წელს მიღწეულ მოთამაშეებს ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვილილისთვის გადაეცემათ. ხსენებული ჯილდოს მოპოვების პრეტენდენტები დროგბას გარდა კრიშტიანუ რონალდუ, ანდრეს ინიესტა, ანდრეა პირლო და ფრენკ ლამპარდი იყვნენ.

“ოქროს ტერფი” 2003 წელს დაწესდა და დღემდე მისი მფლობელები იყვნენ: რობერტო ბაჯო, პაველ ნედვედი, ანდრეი შევჩენკო, რონალდო, ალესანდრო დელ პიერო, რობერტო კარლოსი, რონალდინიო, ფრანჩესკო ტოტი, რაიან გიგზი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119561