ჩოგბურთი

20:16 | 7.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

დიდი დაბრუნება

ქალთა შორის დიდი სლემის ტურნირების ცამეტგზის გამარჯვებული, 29 წლის სერენა უილიამსი მომავალ ორშაბათს ინგლისურ ისტბერნში ჩასატარებელ ასპარეზობაში ჩაებმება. შეგახსენებთ, ფეხის ტრავმის გამო, უილიამსდას კარგა ხანია არ უთამაშია – მან ჯერ უიმბლდონ 2010-ის საჩემპიონო ტიტულის “დასველების” დროს რესტორანში კიდური გაიჭრა, მოგვიანებით კი, ფილტვის ემბოლია გადაიტანა და მკურნალობდა. “მოხარული ვარ, რომ ჯანმრთელობა კორტზე გასვლის საშუალებას მაძლევს. ბოლო თორმეტი თვე ჩემთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მეტად რთული იყო. განგებამ გამოცდა მომიწყო და ვფიქრობ, ყველაფერი მტკიცე ხასიათის წყალობით დავძლიე. დიდი მადლობა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მრავალრიცხოვან გულშემატკივარს. მათი გვერდით დგომა ძალიან დამეხმარა. სერენა დაბრუნდა”, - უმცროსი უილიამსის ეს სიტყვები ESPN-ს მოჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.146546