ჩოგბურთი

21:52 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასს ჩეხები და სერბები გაითამაშებენ

 დევისის თასის ფინალში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთი და შეჯიბრების 2010 წლის ტრიუმფატორი სერბეთი ითამაშებენ. თუკი ჩეხებმა იოლად მოახერხეს არენტინელთა წინააღმდეგობის დაძლევა, ჩეხებმა მოულოდნელად ნახევარფინალში გასულ კანადას დაძაბულ ორთაბრძოლაში ძლიეს.

სერბეთის და კანადის ნაკრებთა სადევისთასო ნახევარფინალის მეოთხე მატჩში რეიტინგსიის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კლასიფიკაციის მეთერთმეტე ნომერს, 22 წლის მილოშ რაონიჩს 7:6, 6:2, 6:2 მოუგო და შეხვედრაში ანგარიში გათანაბრდა 2:2.

26 წლის “ნოლემ” 2 საათი და 10 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში 4 ეისი და 6 ბრეიკი შეასრულა და ფინალისტის ვინაობის გამოვლენა იანკო ტიპსარევიჩსა და ვაშეკ პოსპიშილის დაპირისპირებას “გადაულოცა”. ეს შეხვედრა 3 სეტით სერბმა კი მოიგო (7:6, 6:2, 7:6), მაგრამ ანგარიში კარგად მეტყველებს პაექრობის დაძაბულ ხასიათზე. საბოლოოდ სერბებმა 3:2 იმარჯვეს და დევისის თასის ფინალში ჩეხებს შეხვდებიან.

0.118138