ჩოგბურთი

0:44 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასის ერთგული “ნოლე”

 დევისის თასის მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს სერბეთი და კანადა უპირისპირდებიან. პირველ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩმა უპრობლემოდ მოუგო რეიტინგსიის 41-ე ნომერ ვაშეკ პოშპიშილს 6:2, 6:0, 6:4 და თავისი ქვეყნის ნაკრებს პირველი ქულა შესძინა.

23 წლის პოსპიშილის დასამარცხებლად კლასიფიკაციის სერბ ლიდერს საათი და 40 წუთი დასჭირდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში “ნოლეს” ანგარიშზე 6 ბრეიკი და 3 ეისია.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დევისის თასისადმი გამოჩენილი ერთგულებისთვის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს. “ნოლეს” გარდა ეს ჯილდო 26 ჩოგბურთელს აქვს მიღებული.

უკიდურესად დაძაბული გამოდგა მეორე მატჩი. იანკო ტიპსარევიჩისა და მილოშ რაონიჩის შეხვედრაში გამარჯვებულის გამოვლენას 5 სეტი დასჭირდა, საბოლოოდ რაონიჩს მეტი გამძლეობა, ყისმათი აღმოაჩნდა, მილოშმა 5:7, 6:3, 3:6, 6:3, 10:8 მოიგო (მატჩი 4 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა) და მატჩში ანგარიში გააყაიმა.

0.118202