ცნობილ ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემზე და მის ოჯახზე ახალ-ახალი ამბები ყვითელი პრესის საყვარელი თემაა. თუმცა, ამჟამად მხოლოდ დევიდი მოექცა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში.
38 წლის ბექჰემი კვლავ აქტიურ სპორტულ ფორმაშია და ასაკთან “ფარ-ხმალის დაყრას” არ აპირებს. ახლახანს ფეხბურთელმა ხუთთვიანი კონტრაქტი გააფორმა პარიზულ კლუბ “პარი სერ-ჟერმენთან”. ცნობილია, რომ ბექჰემი პარიზში ოჯახის გარეშე იცხოვრებს და მთელ თავის ხელფასს ბავშვთა დახმარების ფონდში გადარიცხავს.
დევიდი პარიზის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმრო “ბრისტოლშია“ დაბინავებული, რომლის ფასი დღე-ღამეში 17 ათასი ევროა.







