თამაშგარე

11:33 | 4.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

დენის ბერხკამპი წინაპართა საქმეს დაუბრუნდა

წარსულში პოპულარული ჰოლანდიელი ფორვარდი დენის ბერხკამპი ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, საოჯახო ბიზნესის ტრადიცია გააგრძელა და სწორედ იმ საქმეს მიჰყო ხელი, რასაც ბერხკამპები თურმე ორ საუკუნეზე მეტია მისდევენ.
დენისსა და მის მეუღლეს, ელენა ბერხკამპს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგასთან ახლოს მიწის დიდი ნაკვეთები შეუძენიათ და ყვავილების მოყვანა დაუწყიათ. როგორც იცით, ჰოლანდია ”ყვავილების ქვეყანადაა” ცნობილი და ნიდერლანდული ტიტები მთელ მსოფლიოში საკმაოდ ძვირად იყიდება.
როგორც დენის ბერხკამპი ამბობს, ყვავილების მოყვანითა და გაყიდვით მისი წინაპრები ყოველთვის ირჩენდნენ თავს და მისი გვარი მუდამ ამ საქმით იყო სახელგანთქმული. ამიტომ, როდესაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ჰოლანდიელ ფეხბურთელს ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია იმაზე, თუ რა საქმისათვის უნდა მოეკიდა ხელი.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095171