ჩოგბურთი

10:49 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო ლონდონს ტოკიოდან უმიზნებს

ტოკიოში მიმდინარე Rakuten Japan Open Tennis Championships-ის პირველი მეოთხედფინალისტი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო გახდა. ეს უფლება 25 წლის პატაგონიელმა თანამემამულე კარლოს ბერლოკის 6:2, 6:2 დამარცხების შემდეგ დაიმსახურა.

ბერლოკთან დაპირისპირებისას დელ პოტრომ 4 ბრეიკი შეასრულა და საკუთარი მოწოდება არცერთხელ დაუთმია. ამასთან, ასპარეზობის მსვლელობისას, საათსა და 6 წუთის განმავლობაში ხუან მარტინმა 5 ეისიც განახორციელა. დელ პოტროს მომდევნო ოპონენტს უკრაინელი ალეკსანდრ დოლგოპოლოვისა და სერბი იანკო ტიპსარევიჩის შეხვედრა გამოავლენს.

ბერლოკთან მატჩის შემდეგ დელ პოტრომ განაცხადა, რომ დიდი სურვილი ამოძრავებს, რათა ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება დაიბევოს: “მშვენიერი იქნებოდა, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მეთამაშა. მესმის, რომ კონკურენტებად ძლიერი ჩოგბურთელები მყავს. ამიტომაც ტოკიოში კარგად უნდა გამოვიდე და საკუთარი შანსი გავიზარდო. ლონდონში გამოსვლა სეზონის მშვენიერი დასასრული იქნებოდა”.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112844