ალესანდრო დელ პიერომ პოკერი მიითვალა ავსტრალიის ჩემპიონატში. "სიდნეის" იტალიელმა ვარსკვლავმა "ველინგტონ ფენიქსთან" 7:1 მოგებულ მატჩში 3 გოლი პირველ ტაიმში შეაგდო, ერთი კი შესვენების შემდეგ დაამატა.
14 მატჩში, დელ პიეროს 9 გოლი დაუგროვდა, საუკეთესო ბომბარდირს კი 13 ბურთი აქვს.
"სიდნეი" 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.









