ფეხბურთი

19:37 | 10.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

დავით სირაძე: “გოგუამ წაგება ძალიან განიცადა”

 

რუსეთის პირველი დივიზიონის 26-ე ტურში შინ “სკა-ენერგიასთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ, ნალჩიკის “სპარტაკის” ფორვარდმა დავით სირაძემ განაცხადა, რომ ხაბაროვსკელთა რიგებში მოთამაშე გოგიტა გოგუამ მარცხი ძალიან განიცადა.

“აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო. ალბათ, ამ მატჩში გამარჯვების სურვილი ჩვენ უფრო გვქონდა. მიხარია, რომ სამი ქულა ავიღეთ. ახლა, უფრო ამოვისუნთქეთ. მთელი გუნდი ცდილობდა და მაქსიმალურ შედეგზე თამაშობდა. ჩემმა მეგობარმა გოგიტა გოგუამ წაგება ძალიან განიცადა. თუმცა, ეს ფეხბურთია. გოლის ეპიზოდში ბოლომდე “ვიმუშავე”. ყველაფერი დინამიკაში მოხდა. თავდაპირველად თავით დავარტყი და მეტოქის მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ დამატებაზე წარმატებით ვითამაშე” – იუწყება სირაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი onedivision.ru.

განვლილ მატჩში სირაძემ მოედანზე 85 წუთი დაჰყო და ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:01 | 11.03.2014
empoli (889)

აქ განა შეიძლება თამაში

01:59 | 11.03.2014
empoli (889)

აქ სად ჩამოსულიყო ქუთაისის ტორპედოათან და ბათუმის დინამოსთან ეთამაშა

00:08 | 11.03.2014
patrioti001 (188)

ჩამოთრეულიყავით საქართველოში და აქ გეთამაშათ ბოლო 2 წეილი ურიგო არ იქნებოდა მაგრამ თქვენ ხო ქართველები არ ხართ

04:42 | 11.03.2014
mamuka-geo (4522)

აქ როგორ ეთამაშათ? ბუცების ფულს არ უზდიან ფეხბურთელებს და ცემა ტყეპით დაარბენინებენ სტადიონებზე.

21:06 | 10.03.2014
festina (2659)

აბააა,ისეთი პრინციპული თამაში იყო

0.091321