20 ნოემბერს ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურის უდავოდ, გამორჩეული მატჩია განახლებულ “ბორის პაიჭაძეზე”. ერთმანეთს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები - თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო” შეხვდებიან. 13-გზის ჩემპიონთან მატჩები ერთ-ერთ განსაკუთრებულ მოვლენასთან ასოცირდება ქუთაისელთა საიმედო უკანახაზელი დავით გამეზარდაშვილისთვის. „ბაიანოს“ მიერ “დინამოს” კარში გატანილი სამივე გოლი “ტორპედოსთვის” გამარჯვების მომტანი გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს უცხოეთში სათამაშოდ წასული გამეზარდაშვილი მშობლიურ გუნდს სამიოდე თვის წინ დაუბრუნდა და გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქუთათურთა ძირითადი შემადგენლობის 29 წლის უცვლელ წევრთან ინტერვიუ “ტორპედოს” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.
- დავით, საუბარი იქედან დავიწყოთ, როცა შენ ქუთაისის „ტორპედოში“ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდი. რამ გადაგაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა?
- პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც მე თბილად შემხვდა და ქუთაისში ჩემთვის სარფიანი წინადადებით სათამაშოდ დაბრუნება შემომთავაზა. არაერთი წელი მაქვს ქუთაისის “ტორპედოში” გატარებული, ამ გუნდში დავიწყე კარიერა, გავიზარდე და ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. “ტორპედო” იმ გუნდებს შორის პირველია, რომლის ხსენებისას მე არასდროს ცუდი სიტყვა არ დამცდება.
- ოთხ წელზე მეტი ლატვიის ჩემპიონატში “სკონტოს” კაპიტნობდი. რა პარალელს გაავლებ ვირსლიგასა და აქაურ უმაღლეს ლიგას შორის?
- როცა ლატვიის ჩემპიონატში თამაში დავიწყე, იქ ბევრი ძლიერი გუნდი მონაწილეობდა. მაშინ, არა მარტო საქართველოს ჩემპიონატს, არამედ ქვეყანასაც კრიზისი ჰქონდა, ხოლო როცა ლატვიიდან მოვდიოდი, იქაც ჩავარდნა დაიწყო და გუნდები ფინანსურმა პრობლემებმა მოიცვა, რამაც ფეხბურთელების სხვა გუნდებში გადაბარგება გამოიწვია.
მოგეხსენებათ, სახსრების გარეშე საშუალო დონეც ვერ იქნებოდა. იმდროინდელ ლატვიის ჩემპიონატს, როცა “სკონტოდან” წამოვედი, შემიძლია ვთქვა, რომ ახლანდელი საქართველოს პირველობა სჯობს. იქ 2-3 გუნდი დარჩა, რომლებიც შედარებით ძლიერები არიან. აქ კიდევ, იოლი გასეირნება არავის ელოდება, ბოლოდან პირველ საფეხურამდე მყოფი გუნდები თავგანწირვით ბრძოლობენ ყველა თამაშში და ეს ფაქტიც, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე ამაღლებულია.
- გუნდში ამჟამად არსებულ სამუშაო ვითარებას როგორ შეაფასებ?
- ვითარება ყოველმრივ პროფესიონალურია. ყველანაირი პირობაა ფეხბურთელისთვის, რომ მან თავი ნამდვილ პროფესიონალად იგრძნოს.
- ახლანდელ საკუთარ კონდინციებზე რას იტყვი?
- ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტით მზად ვარ. ცოტა მაკლია სრულ ნიშნულამდე, რასაც, ალბათ, შეკრების გავლით მივაღწევ.
- “ტორპედოს” უწყვეტი მოგებების სერია - რის ხარჯზე ახერხებს გუნდი ასეთ სტაბილურ თამაშს?
- ეს უპირველესად, ერთსულოვნების შედეგია. ფეხბურთელიდან დაწყებული, ჩვენი მაისურების მრეცხავით დამთავრებული, გუნდში ურთიერთგაგება და ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. მგონი, სწორედ ასეთი სიტუაცია თამაშობს დიდ როლს ჩვენს წარმატებებში.
- “ტორპედოს” ჩემპიონატში რისი მიღწევის პოტენციალი გააჩნია?
- ჩემი აზრით, ცხრილის სათავესთან მაქსიმალურად მიახლოვების. “ტორპედოს” მიმდინარე ჩემპიონატში შესწევს ძალა, პირველი ან მეორე ადგილი დაიკავოს. ეს იქნება რეალური.
- გამორჩეული მატჩი შენი “ტორპედოში” დაბრუნების შემდეგ?
- “დინამოსთან” მოგებაც ტკბილად დამამახსოვრდა. თუმცა, უფრო მეტად ზესტაფონში გამარჯვებას გამოვარჩევდი, რასაც ძნელად თუ ვინმე ელოდა, მაგრამ ეს ჩვენ შევძელით.
- ქუთაისში პირადი გულშემატკივრებიც ბლომად გყავს...
- ძალიან ვაფასებ მათ თანადგომას. მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოციებით ვარ გამსჭვალული მათდამი. კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვისაც ჩემზე გული შეტკივა. მადლობას ვეტყვი იმ უცხო ადამიანსაც, ვინც მე ტაშს დამიკრავს. ასევე, თავს ვიხრი იმათ წინაშე, ვინც ჩემს სახელს სტადიონზე სკანდირებს.
- ხვალ, მორიგი ქართული “კლასიკოა”. რას ელი ამ დაპირისპირებისგან?
- დიდი მოლოდინი გვაქვს ყველას. უშუალო კონკურენტია და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თამაში იქნება. დიდ პატივს ვცემ „დინამოს“, ძალიან კარგი და კოლექტიური გუნდია, თუმცა ჩვენც ერთად შეკრულნი და მობილიზებულნი ვართ, რათა მოედანზე საბრძოლველად გავიდეთ და ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- თქვენთვის სასურველი შედეგი რა იქნება?
- რა თქმა უნდა, მოგება. ვერ ნახავთ ისეთ ფეხბურთელს, რომელიც მოედანზე მოსაგებად არ გადის. ჩვენ მწვრთნელის მიერ შემუშავებული სქემით ვითამაშებთ და ვნახოთ, რა გამოვა.
მას შემდეგ, რაც ჩვენ “დინამოს” პირველ წრეში მოვუგეთ, “ტორპედოში” სასიკეთო ძვრები მოხდა. ახალი მწვრთნელების დამსახურებით, გუნდმა მოკლე მონაკვეთში თავისი თამაში იპოვა და ცოტა დაალაგა. ფეხბურთელებმაც მოედანზე ჩვენი ფუნქციები მეტად შევისწავლეთ.
“დინამო” ქუთაისში დამარცხების შემდეგ რევანშისთვის იქნება მოტივირებული და ამ მატჩში შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ითამაშებს. მეტოქის ერთ-ერთი პლიუსია მასპინძლის რანგში ყოფნა. ჩვენ ფარ-ხმალს არავითარ შემთხვევაში არ დავყრით და ვფიქრობ, სანახაობაც გამოვა.
- ქუთაისელ გულშემატკივრებს, სავარაუდოდ, დიდხანს ემახსოვრებათ შენი გადამწყვეტი გოლები “დინამოსთან”. ალბათ, გასატანად ამჯერადაც არაფერს დაიშურებ...
- ადვილი მისახვედრია, სტანდარტულ მდგომარეობებზე შეტევაში მხოლოდ გოლის გასატანად ჩავდივარ. წინა თამაშში “დილასთან” “ტორპედოს” მაისურით გოლის გემოც გავიხსენე. მგონი, “დინამოსთან” მატჩზეც დაინიშნება სახიფათო სტანდარტი და ძალიან ვეცდები, ჩემმა თამაშმა შედეგი გამოიღოს.
- ეროვნული თასის მეოთხედფინალში ჩვენი გუნდის მომავალ მატჩებზეც გვითხარი.
- უკვე ზედიზედ მესამედ უწევს “ტორპედოს” “ზესტაფონთან” შემდეგი ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა. გარდა ამისა, გუნდებმა ჩემპიონატიდანაც კარგად გაიცვნეს ერთმანეთი.
იმის თქმა შემიძლია და გულშემატკივრებს ვპირდები, რომ როგორც ზესტაფონში ვიბრძოლეთ, იგივენაირად განვეწყობით ამ მატჩებისადმი, რათა ქუთაისის “ტორპედო” ვასახელოთ.
- ბოლოს, კონტექსტიდან ამოღებულ კითხვას დაგისვამთ. “ბაიანოს” რატომ გეძახიან?
- განსაკუთრებული ისტორია არ არის, თუმცა მაინც გეტყვით. “ტორპედოს” დუბლებში ახალი აყვანილი ვიყავი, ჩემს გუნდელებს ვერ გაერკვიათ, თუ ვინ თამაშობდა იმდროინდელ ბრაზილიის ნაკრებში ცენტრალურ მცველად. მაშინ მე ვუპასუხე - ჟუნინიო ბაიანო-მეთქი და იქედან მოყოლებული დამერქვა ეს სახელი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტორპედოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო ხვალ შედეგი უნდა დადოს გეგუჩამ.
ტორპედოოოოოოოოოოოოოოოოოოო
გაზრდია შვილი ''გამეზარდაშვილი''
მაშ ასე იწყება იბერიოა სტარის და სპორტინგის შეხვედრა. თამაშს შეგიძლიათ ამ ლინკზე ადევნოთ თვალი. იბერია სტარი გამარჰჯვების შემთხვევაში იკავებს პირველ ადგილს... წარმატებები ჩვენს ქართულ კლუბს. stripslashes((strlen('http://www.rtp.pt/play/#/?tv%253D3%2526fbtitle%253DRTP%20Play%20-%20RTP%202%252C%20emiss%C3%A3o%20online%20em%20direto%2526fbimg%253Dhttp%253A%252F%252Fimg0.rtp.pt%252Fmultimediahtml%252Flogs%252FRTP2.jpg%2526fburl%253Dhttp%253A%252F%252Frtp.pt%252Fplay%252F%253Ftv%253D3')>0?' http://www.rtp.pt/play/#/?tv%253D3%2526fbtitle%253DRTP%20Play%20-%20RTP%202%252C%20emiss%C3%A3o%20online%20em%20direto%2526fbimg%253Dhttp%253A%252F%252Fimg0.rtp.pt%252Fmultimediahtml%252Flogs%252FRTP2.jpg%2526fburl%253Dhttp%253A%252F%252Frtp.pt%252Fplay%252F%253Ftv%253D3':' http://www.rtp.pt/play/#/?tv%253D3%2526fbtitle%253DRTP%20Play%20-%20RTP%202%252C%20emiss%C3%A3o%20online%20em%20direto%2526fbimg%253Dhttp%253A%252F%252Fimg0.rtp.pt%252Fmultimediahtml%252Flogs%252FRTP2.jpg%2526fburl%253Dhttp%253A%252F%252Frtp.pt%252Fplay%252F%253Ftv%253D3'))
დ ი ნ ა მ ო -------ტ ო რ პ ე დ ო 1--2 რა ლამაზი შესახედავი იქნება ტაბლო ტამაშის შემდეგ.
stripslashes((strlen('http://youtu.be/m-C-enWCuJQ')>0?'http://youtu.be/m-C-enWCuJQ':'http://youtu.be/m-C-enWCuJQ'))
stripslashes((strlen('http://youtu.be/m-C-enWCuJQ')>0?'http://youtu.be/m-C-enWCuJQ':'http://youtu.be/m-C-enWCuJQ'))
stripslashes((strlen('http://youtu.be/m-C-enWCuJQ')>0?'http://youtu.be/m-C-enWCuJQ':'http://youtu.be/m-C-enWCuJQ'))stripslashes((strlen('http://youtu.be/m-C-enWCuJQ')>0?' http://youtu.be/m-C-enWCuJQ':' http://youtu.be/m-C-enWCuJQ'))stripslashes((strlen('http://youtu.be/m-C-enWCuJQ')>0?' http://youtu.be/m-C-enWCuJQ':' http://youtu.be/m-C-enWCuJQ'))stripslashes((strlen('http://youtu.be/m-C-enWCuJQ')>0?' http://youtu.be/m-C-enWCuJQ':' http://youtu.be/m-C-enWCuJQ'))
აჰათ ჭანტურიას ყველა გოლი ვიტესის შემანგენლობაში გატანილი ანუ ყველა რა სამი გოლია მაგრამ ასწორებს რაstripslashes((strlen('http://youtu.be/m-C-enWCuJQ')>0?' http://youtu.be/m-C-enWCuJQ':' http://youtu.be/m-C-enWCuJQ'))
ზდაროვათ კაი ხალხს ბრატცი ვიდეო შევქმენი ჭანტურიას გოლებზე ვიტესის შემადგენლობაში გატანილი და შემიფასეთ ლინკს დავდებ ტან მუსიკაც მაქ ჩასმული ნახეთ გაგისწორდებათ
shako16 არ ვიცი მე ასე მახსოვს რო მცველი იყო
stripslashes((strlen('http://www.iptv.ge')>0?'http://www.iptv.ge':'http://www.iptv.ge')) ეს არის ბეკო
1juve მაგაშიც ცდები ცენტრალური მცველები : მარჯვენა ცენტრალური მცველი ყოველთვის გურამ კაშია იყო მარცხენა ცენტრალურ მცველად ყოველთვის ლეგიონერი გვყავდა ბოლო წლებში კი თომაშვილი იდგა
shako16 არა მარჯვევენა ვთქვი, შუაში რო ორი მცველი დგას იმ ორში იყო მარჯვენა
, ზუსტად მახსოვს რო მცველი იყო ა არა ნახევარმცველი დინამოში, ისე ნახევარმცველია
1juve არა მარჯვენა მცველი შოთა კაშია იყო
beko iptv.ge
გაიხარე . მადლობა ძმა
fc_olimpi europe-bet-ზე იქნება ოღონდ ხვალ დაიდება კუშები
shako16 მე რაც მახსოვს სულ ცენტრში იდგა მცველად მარჯვენა მხარეს, თავზე გრძელი თმით და ხელზე კაპიტნის სამკლაურით 2010 წლამდე
:
გამარჯობატ კაი ხალხს, ბიჭებო ინტერნეტ ტოტალიზატორი ქარტული რომელზე აქვთ საქართველოს ჩემპიონატზე პსონები? უცხოეტში ვარ და ქარტულ საიტებზე ვერ ვნახე და უცხოურებზე არის ,ქართულები მაინტერესებს ტუ იცის ვინმემ
წინ დინამო!!!! 1juve საყრდენად თამაშობდა დიღმელა დინამოში და არა მცველად რა უნდა კაცო დიღმელას მცველად
ტორპედოოო კამპეონეეეეე
1juve აჰაა მართალი ხარ
messidonaaa ხო არც გასაშვები იყო და არც წესის დამრღვრვს არ გავს დიღმელაშვილი დინამოში როცა მცველად იყო, მაშინ საუკეთესო მცველი იყო ეროვნულ ჩემპიონატში, ახლა ცოტა მოუკლო მარა მაინც საჭირო კაცია
მარა დიდი ალბათობით გოცირიძე იქნება წინ.. დარღლის მცველებს პირველ ტაიმში და მეორეში მეგრელა შეასურლებს...
--------------------ომარა------------------ დაჩი-------თოდუა-----ბაიანო--გურული დოლიძე--ჩიკვილა--კუხიანიძე--დათუნა ----------------ბოლქვა-------------------- ----------------მეგრელა-------------------
1juve არა კაცო ჰომოლა მერე იყიდეს დიღმელა გაუშვა ტყავაძემ მე როგორც ვიცი 6რაღაც შინა განაწესის დარღვევის გამო თუ რაღაც ეგ და ნერგაძე ერთად გაUშვეს , არადა მართლა არ იყო გასაშვები
არა იოსელიანი ძირიტადში არ იქნება... კოზირია ეგ ჩვენი მეორე ტაიმისთვის
პირველი არხი აჩვენებს?
messidonaaa ისე არ იყო მაგი გუნდიდან გასაგდები, ტან კაპიტანიც იყო, და რას ერჩოდნენ? თან მის მაგივრად ჰომოლა იყიდეს ხო, თუ ეს მერე იყიდეს?
არაფერია.მევიგებტ მაინც.. ხვალ უნდა მევიგოთ სხვანაირად არ შეიზლება და ფიკრიც არ მინდა...
1juve აა , დიღმელა რო არ იქნება კაია რაღაც მეხამუშება მაინც ტორპედოს ფორმაში
)
messidonaaa დისკვალიფიკაცია
1juve რატო არ იქნებიან ?
იპტვ.გე ინდლისურად არ ცჰედავს აქანე ბეკო საქარტველოს გარეტ... დაჯეკი და უკურე მერე დინამოს დაცემას
თარხნიშვილი და დიღმელაშვილი არ იქნება, ამიტო იოსელიანი და კუხიანიძე სასტავში იქნება
საქართველოში ერთ ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი. გენაცვალე ბაიანო ძაან მაგარი ხარ. დაცვის ხაზი შენი და სევას იმედზეა დინამოსთან.
ბაიანო შენ არ გაუშვა და გოლს მეგრელაძეც გაიტან, თან ორს
კაი კაცი,ოქრო კაცი))..ჯიგარიხარ ბაიანო.აბა შენ იცი და დანარჩენებმა ხვალ უნდა მევიგოთ.. დავცეთ დინამო დინამო არენაზე)) ფეხზე რო ვერ ცამოდგნენ ისე.. ცარმატებები აბა ,გამარჯვებები, ... ტორპედო ტორპედო დუბლი დუბლი
დინამოოოო :* გენაცვალეთ ბიწებო , იმედი მაქვს კარგი სანახაობა იქნება და ჩვებს სასარგებლოდ მორჩება ყველაფერი