ფეხბურთი

21:36 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით ჯიქია “ერგოტელისში” ვარჯიშობდა

 

19 წლის ქართველი ფორვარდი დავით ჯიქია ბერძნულ “ერგოტელისში” ვარჯიშობდა და ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაწყდება მისი საკითხი. ბოლო ორი დღის განმავლობაში “ერგოტელისს” არ უვარჯიშია და ფეხბურთელზე ინფორმაციაც არ არის.

არაა გამორიცხული, ჯიქია თბილისის “დინამოში” გადავიდეს. მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჯიქია, როგორც იცით, თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა და ამ ზაფხულს კონტრაქტი დაუმთავრდა. ჯიქია უდავოდ ნიჭიერი თავდამსხმელია, რომელიც ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოდიოდა. 

0.118321