ფეხბურთი

14:24 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით ჩაგელიშვილი: “საქართველოს ნაკრები ასტანაში დასასვენებლად არ ჩასულა”

ყაზახეთის პირველი ლიგის “კიზილ-ჟარის” ფორვარდმა დავით ჩაგელიშვილმა გამოცემა sports.kz-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთში მოსაგებად ჩავიდა.

- მომავალ მატჩზე რას ფიქრობთ?

- ჩემი აზრით, საინტერესო მატჩი იქნება. ორივე გუნდის შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და გამარჯვების შანსი ორივეს აქვს. საქართველოს ნაკრებში მოთამაშე ჩემს მეგობრებს ხშირად ვესაუბრები. ისინი ასტანაში უკვე ჩამოფრინდნენ და თამაშისთვის ემზადებიან.

- მაინც ვისთან მეგობრობთ?

- ნაკრებში ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს: გურამ კაშია, გულვერდ თომაშვილი, გიორგი ლორია, დავით თარგამაძე, სანდრო კობახიძე. ჩვენ თბილისის “დინამოსა” და საქართველოს სხვა გუნდებში ერთად გვითამაშია.

- საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები ვინ არიან? ყაზახებს ყველაზე მეტად ვისი უნდა ეშინოდეთ?

- საქართველოს ნაკრებში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია. თუმცა, ნახვა უნდა, როგორ მდგომარეობაში არიან ისინი. ბიჭებს რომ ვესაუბრე, ცოტა დაღლილი იყვნენ. რაც არ უნდა იყოს, ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და დაიღალნენ. საქართველოს ნაკრებს სწრაფი და ტექნიკური, როგორც ნახევარმცველები, ასევე თავდამსხმელები ჰყავს.

- რას ამბობენ ბიჭები? გამარჯვებას აპირებენ?

- რა თქმა უნდა. ისინი ასტანაში დასასვენებლად არ ჩამოსულან და გამარჯვება სურთ. 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117522