თამაშგარე

11:27 | 11.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ დე ხეა ხელში “დიდ ბურთებს” დაიჭერს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერის, დავიდ დე ხეას შეყვარებული, ედურნე გარსია, გარეგნულად უდავოდ მშვენიერი ლათინური წარმოშობის ასულია და ერთი (თუნდაც მრავალი) შეხედვით, “შერემონტება” და პლასტიკური ქირურგების დახმარება არ უნდა სჭირდებოდეს.
თუმცა, ედურნემაც ათეულათასობით ქალის ბედი საკუთარი სურვილით გაიზიარა და მკერდის გასადიდებლად, ბრიტანელ ექიმებს ეწვია. ექიმებმა დე ხეას სატრფოს ოცნება აუსრულეს და ისეთი “მხარგაშლილი” მკერდით დააჯილდოვეს, ამიერიდან ქუჩაში მიმავალს ალბათ ნებისმიერი ადამიანი გამოარჩევს.
ფეხბურთელების მკერდის გამდიდებელ ცოლებს შორის, ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს, პიტერ კრაუჩის ცოლს, ები (ებიგაილ) კლენსის. ების ლონდონელმა ექიმებმა ოპერაცია სათანადოდ ხარისხიანად ვერ გაუკეთეს და პოსტოპერაციულ პერიოდში დიდი მკერდი მრავალი პრობლემის მიზეზი შეიქმნა. იმედია, ედურნე გარსიას მსგავსი რამ არ ემუქრება და ბურთების ხელში დაჭერის კარგად მცოდნე დავიდ დე ხეასაც გასართობი არ მოაკლდება.  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088955