ბუბა დაუშვილმა ზაფხულის შემდეგ პირველად ითამაშა, თუმცა "კარპატის" დუბლებში. ბუბა 63 წუთი გაისარჯა "ჩერნომორეცის" დუბლებთან 2:1 მოგებულ მატჩში. უკვე ორი თვეა, დაუშვილი "კარპატის" დუბლებშია და აქამდე არ ათამაშებდნენ, რადგან ზაფხულში გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა და შეკრებაზეც არ გახლდათ.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა მოხდება ზამთარში. არაა გამორიცხული, "კარპატიმ" დაუშვილი გაყიდოს, ან სულაც გაანათხოვროს. მანამდე კი, ბუბას, ალბათ, ძირითად გუნდშიც მოუწევს თამაში, ანუ უკრაინის პრემიერლიგაში.