ფეხბურთი

16:32 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილი “კარპატის” შეკრებაზე არ მიჰყვება

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის მურთაზ დაუშვილი, ლვოვის “კარპატის” სლოვენიაში შეკრებაზე არ მიჰყვება. ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა football.ua იუწყება.

დაუშვილი და “კარპატის” კიდევ 8 ფეხბურთელი, რომელთა შორისაც ლევან ყენია არ ფიგურურებს, ხელფასის შემცირებასა და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ დათანხმდა.

ამიტომ, კლუბის გენერალურმა დირექტორმა მათ განუცხადა, რომ სლოვენიაში შეკრებაზე არ გაემგზავრებოდნენ და ვარჯიში ლვოვში მოუწევდათ.


0.121518