გრან პრის გათამაშების მე-5 ეტაპზე მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა. გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ამ ტურში ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ, მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანისა და მეორე ადგილზე მყოფ ნანა ძაგნიძის შეხვედრა, რომლებიც ამ ტურამდე დაუმარცხებლად ასპარეზობდნენ.
ერთპიროვნული ლიდერისაგან ძაგნიძეს მხოლოდ ნახევარი ქულა აშორებდა, რომელიც თეთრებით თამაშობდა. სამწუხაროდ, ჩინელმა მოჭადრაკემ შეძლო ძაგნიძის დამარცხება, 7 შესაძლებლობიდან 6.5 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს, თანამემამულე ჟუ ვენჟუნისა და ნანა ძაგნიძეს ქულა ნახევრით უსწრებს.
მე-8 ტურში, რომელიც ხვალ გაიმართება, იფანის მეტოქე დრონოვალი იქნება. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კი ერთმანეთს ვენჟუნი და ძაგნიძე დაუპირისპირდებიან, რომლებიც მე-2-მე-3 ადგილებს ინაწილებენ.
მე-7 ტურის შევხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ვენჟუნი – სტეფანოვა 1:0
ძაგნიძე – ჰოუ იფანი 0:1
დრონოვალი – ქსიუ 0.5:0.5
მუზიჩუკი – კონერუ 0.5:0.5
კოსტენიუკი – ხოტენაშვილი 1:0
დანიელიანი – მუმინოვა 1:0
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ
1. იფანი 6.5 ქულა
2-3. ვენჟუნი, ძაგნიძე 5.0 - 5.0
4. მუზიჩუკი 4.5
5-7. კონერუ, დანიელიანი, დრონოვალი 4.0 – 4.0
8-9. სტეფანოვა, კოსტენიუკი 3.0- 3.0
10. ქსიუ 1.5
11. ხოტენაშვილი 1.0
12. მუმინოვა 0.5
მე-8 ტური. 27 ივნისი
სტეფანოვა – მუმინოვა
ხოტენაშვილი – დანიელიანი
კონერუ – კოსტენიუკი
ქსიუ – მუზიჩუკი
იფანი – დრონოვალი
ვენჟუნი – ძაგნიძე







