დუბაის საჭადრაკო ტურნირის დასკვნითი ტურის წინ გამარჯვების საუკეთესო შანსს რუსი ალეაკსანდრ რახმანოვი (2591) ინარჩუნებს, რომელიც 7.0 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, ქართველ მონაწილეთაგან კი სამეულშიც ვეღარავინ მოხვდება.
ბოლო ტურის წინ, ჩვენებურთაგან საუკეთესო შედეგი ლევან ფანცულაიას (2556) გააჩნია, რომელიც 5.5 ქულით 24-ეა ადგილზეა. საინტერესოა, რომ 5-5 ქულა აქვთ ბელა ხოტენაშვილს (2492), მიხეილ მჭედლიშვილს (2640), კონსტანტინე შანავას (2578), სოფიკო ხუხაშვილს (2386) და მაკა ფურცელაძეს (2347), რომელთაც, შესაბამისად, 30-ე, 33-ე, 50-ე, 58-ე და მე-60 პოზიციები უკავიათ.
შეგახსენებთ, რომ არაბული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, სიდანაც გამარჯვებული ჯილდოდ 10 ათას დოლარს მიიღებს, შემდეგ კი საპრიზო თანხები ასე ნაწილდება: II ადგილი – 7 000; III ადგილი – 4 000; IV – 3 500; V – 2 500;...







