ქართველებთან დაკავშირებელ დანიურ ამბებზე: “ორჰუსმა” საკონტროლო მატჩი გამართა “ვიბორგთან” და 2:2 დაასრულა. დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველი მათგანი 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – შესვენებისას. სხირტლაძე საკმაოდ აქტიური იყო და პირველ ნახევარში სამჯერ დაემუქრა ვიბორგელთა კარს, თუმცა ორჯერ მეკარემ აუღო, ერთხელ კი ააცილა.
ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილას” მეტოქემ, დანიურმა “ოლბორგმა” გერმანიის ობერლიგელ “ფელბერტთან” 2:0 იმარჯვა. ორივე გოლი ლუკაშ სპალვისმა გაიტანა. სპალვისი ლიტველი ფორვარდია, მხოლოდ 18 წლისაა.
“ოლბორგის” შემადგენლობა: ნ. ლარსენი (კ. კრისტენსენი), დალსგორდი (ვურცი), პედერსენი, ლ. ნილსენი (ტელანდერი), ოლმანი (ბლაბერგი), ბრიუნი (დიუ), პ. კრისტენსენი, ჰანსონი (აუგუსტინსენი), ვიხმანი (ტომსენი), კურტი (ტოფტი), ფრედერიქსენი (სპალვისი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოლბორგს 19.640 ქულა აქ.....
ვაწააძე სადაა?)
დილა ვერ გაცდება ოლბორგს
DILAS DA DINAMOS IMEDI MAQ DA IMEDIA ORIVE SHEVA JGUFSHI
Baqari Grdzelishvili
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თუ მოხვდა თავისი რეიტინგი ექნება და არა მეტოქის
კენჭისყრა უფრო ადრე ვიდრე გამსვლელები გაირკვევა, ასე რომ ოლბორგის რეიტინგით მოხვდება ))
ვერ გავა დილა დინამო დაგვრჩა და ეგ არის. არც ჩიხურას მეიმედება
შანსი არ აქვს ოლბორგთან დილას
ოლბორგი 3 ეტაპზე განთესილია? თუ არის მაშინ რო მოუგოთ ამათ 3 ჩვენც განთესილები ვიქნებიტ
დილა გადალახავს ამ ეტაპს აი შემდეგ გააჩნია ვინ შეგვხვდება!!!!!!!!!
დილას გაუჯირდება მაგრა მაგრამ უნდა მოუგოტ